პროფესიულ კოლეჯებში, პრაქტიკული სწავლების დასწრებული ფორმით აღდგენის შემდეგ, 15 მარტიდან სასწავლო პროცესი აუდიტორიებშიც განახლდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტში ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯს ეწვია და ადგილზე გაეცნო სასწავლო პროცესის მიმდინარეობასა და პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ გაწეულ სამუშაოებს.
საქართველოს მასშტაბით მოქმედი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები 15 მარტიდან სტუდენტების აუდიტორიებში მისაღებად ემზადებიან, მანამდე კი პრაქტიკული სწავლება დასწრებული ფორმით, უსაფრთხო გარემოში მიმდინარეობს. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესის პარალელურად სამინისტრო პროფესიული სასწავლებლების მხარდამჭერ მონიტორინგს ახორციელებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ხაშურში თანამედროვე სტანდარტების პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.