საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებში მონიტორინგს აგრძელებს. მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი ამჯერად რუსთავის პროფესიულ კოლეჯ „მოდუსს“ ეწვია და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გახორციელებულ სამუშაოებს პირადად გაეცნო. მინისტრის მოადგილესთან ერთად კოლეჯში იმყოფებოდა ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ახალგაზრდობის სააგენტომ ქუთაისის კოლეჯში „იბერია“ ახალგაზრდობის ახალი სივრცე გახსნა, სადაც ქუთაისელი ახალგაზრდები სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებასა და ინიცირებას შეძლებენ. აღნიშნული სივრცის შექმნა ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის საფუძველზე გამოიკვეთა, რომლის მიზანი მუნიციპალური ახალგაზრდული აქტივობების ერთ სივრცეში გაერთიანებაა.