საქართველოში პირველად დუალური პროფესიული განათლების პროგრამის ,,მევენახე-მეღვინე’’ სტუდენტების შუალედური შეფასება გაიმართა. შეფასება ორ ეტაპად განხორციელდა, პირველი ეტაპი-თეორიული გამოცდა დუალური პროგრამის განმხორციელებელ კოლეჯებში ჩატარდა, ხოლო, პრაქტიკული გამოცდა ერთ-ერთ სასწავლო საწარმოში. პროფესიულ სტუდენტებს მიეცათ დავალებები მევენახეობისა და მეღვინეობის მიმართულებით. მათ სწავლის პროცესში მიღებული სამუშაო გამოცდილების შესაბამისად უნდა შეესრულებინათ ყველა სამუშაო/ოპერაცია და ყურადღება მიექციათ შრომის უსაფრთხოების ინსტრუქციებისთვის.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ევროპის განათლების ფონდის (ETF) ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ევროპული სამეწარმეო და ციფრული კომპეტენციების ჩარჩო საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისთვის“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, „პროფესიულ განათლებაში ინოვაციური სწავლების კვირეულის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ამ დღეს სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ, „SOS ბავშვთა სოფლის“ აღსაზრდელებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და სააგენტოში არსებული ინოვაციური ლაბორატორიების გამოყენებით, საკუთარი უნარები რობოტიკისა და ელექტრონიკის მიმართულებით მოესინჯათ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი, ცენტრალური აზიის ქვეყნების დელეგაციას შეხვდა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, დუალური პროფესიული განათლების პროგრამების განვითარებისა და დანერგვის შესახებ, საქართველოს მიღწევების გაცნობა და ამ მიმართულებით, ქვეყნის გამოცდილების გაზიარება.