საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ნატრიაშვილმა, დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტთან ელგუჯა მელაძესთან ერთად, საერთაშორისო კონფერენცია „გამოცდილება პროფესიულ განათლებაში“ გახსნა.
მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების მიზნით, პროფესიულ კოლეჯში “იკაროსი“ სამზარეულო, საკონდიტრო და სერვირების მიმართულებით კონკურსი გაიმართა. კონკურში 11 სკოლის ის 32 მოსწავლე მონაწილეობდა, რობლებიც ჩართულნი იყვნენ შრომითი უნარების პროექტში.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და კომპანია ,,აგარის შაქრის“ ერთობლივი ძალისხმევით, დაბა აგარის საჯარო სკოლაში 2016 წლის სექტემბერში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება დაიწო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი კერძო პროფესიული კოლეჯების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა იყო კერძო კოლეჯებთან პარტნიორობის გაძლიერება და მათი აქტიური ჩართვა პროფესიული განათლების რეფორმის მიმდინარეობის პროცესში.