მეცნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ განხორციელებას იწყებს. პროგრამა მოიცავს მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილ არაერთ ღონისძიებასა და აქტივობას, მათ შორის - სამეცნიერო თემატიკის კონკურსებს, მასტერკლასებს, გამოფენებს, ლექციებსა და სხვადასხვა სახის შემეცნებით და სახალისო აქტივობებს.
საქართველო 2020 წელს პირველად შეუერთდა ევროპელ მკვლევართა ღამეს პროექტით „მეცნიერება კაპიტანია“. ამ მოვლენის აღსანიშნავად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ფოსტამ საფოსტო მარკა გამოსცა, რომელიც ქვეყნის უახლესი ისტორიის თვალსაჩინო ატრიბუტს წარმოადგენს.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ონლაინ პოსტერული კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებელი კონკურსის გამარჯვებულებმა მიიღეს და თავიანი სამეცნიერო-კვლევითი მიღწევები წარმოადგინეს.
ევროპული კვლევების საბჭოს ორგანიზებით, ევროკომისიის კვლევებისა და ინოვაციების ჩარჩო პროგრამის Horizon Europe-ის ფარგლებში პირველი საგრანტო კონკურსი – Starting Grants გამოცხადდა და მისი ბიუჯეტი 619 მლნ ევროს შეადგენს.