ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის, კვლევებსა და ინოვაციურ საქმიანობაში მათი ჩართულობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში მეცნიერების ფესტივალი ტარდება, რომელიც 16 სექტემბერს ზუგდიდში დაიწყო და 19 ოქტომბრამდე საქართველოს ყველა დიდ ქალაქს მოიცავს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილთან ერთად, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტსა და ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს ეწვია, სადაც კვლევითი ინსტიტუტების ინფრასტრუქტურა – მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ლაბორატორიები დაათვალიერა. მინისტრი ცენტრების საქმიანობასა და მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით პროცესებს დეტალურად გაეცნო.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ორგანიზებული „ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის“ ფარგლებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდში გაიმართა პანელური დისკუსია - „სამეცნიერო კვლევების ტრანსლაცია ეკონომიკაში - საქართველოს მაგალითი: ეკონომიკაში კვლევების ტრანსლაციის გარემო, მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები“.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ორგანიზებით, ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეული – „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის‘‘ მიმდინარეობს.