მოსახლეობის პროფესიულ-საგანმანათლებლო მოთხოვნების
დაკმაყოფილება, პირის პროფესიული განვითარების, პროფესიული კარიერისა და სოციალური
დაცვის ხელშეწყობა;
ეკონომიკის უზრუნველყოფა შიდა და საერთაშორისო შრომის
ბაზრებზე კონკურენტუნარიანი კვალიფიციური კადრებით, პროფესიული განათლების სისტემის
მისადაგება სწრაფად და მუდმივად ცვალებად შრომის ბაზრის მოთხოვნებთან;
დასაქმებულთა კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება პროფესიული
გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების გზით;
ახალ სოციალურ-ეკონომიკურ
პირობებთან მოსახლეობის მისადაგების ხელშეწყობა მის მიერ საკუთარი ბიზნესის წამოწყებისა
თუ თვითდასაქმების გზით;
პროფესიულ სტუდენტთა და სტუდენტთა მობილობის წახალისება;
საზოგადოებისაგან გარიყვის რისკის ქვეშ მყოფი პირებისათვის
პროფესიული განვითარებისა და დასაქმების პირობების შექმნა;
მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის განვითარება;
პროფესიული განათლების
სფეროში სასწავლო-სამეწარმეო პარტნიორობის სისტემის შექმნა.