საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროგრამა
„ცოდნის კარის“ ,,ნიჭიერი, გამორჩეული უნარ-ჩვევებისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე პირთა საგანმანათლებლო ქვეპროგრამის“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2014-2015
სასწავლო წლისათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის
საგანმანათლებლო
პროგრამაზე
სწავლის
დაფინანსების მოსაპოვებლად.
დაფინანსების მოთხოვნით მომართვა შეუძლიათ ყველა იმ პირს, რომელიც არის:
- საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობისა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი;
- გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით;
- არის სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნული სასწავლო ღონისძიებებისა თუ კონკურსების გამარჯვებული;
- ჩაბარებული
აქვს პრიორიტეტულად
გამოცხადებულ
უცხო
ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში: უნივერსიტეტში იხ. ჩამონათვალი ან
კოლეჯში იხ. ჩამონათვალი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უნდა წარმოადგინონ:
- განცხადება (განცხადება უნდა შეიცავდეს საკონკურსო პროგრამის სახელწოდებას. ასევე ინფორმაციას
განმცხადებლისა
და
განმცხადებლის
ოჯახის
წევრების
სამსახურეობრივი
მდგომარეობის
შესახებ),
- პირადობის მოწმობის/პირადობის
ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი,
- CV,
- ატესტატის
ასლი და შეფასების ფურცელი (ატესტატის არქონის შემთხვევაში ცნობა სკოლიდან სასწავლო
კურსის სრულად დასრულების შესახებ, ხოლო ასეთის არ არსებობის შემთხვევაში ბოლო სამი
კლასის შეფასების ფურცელი),
- შეფასების ფურცელი უცხო
ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი უკვე
ბაკალავრის საფეხურის სტუდენტია)
- საერთაშორისო
თუ ეროვნული სასწავლო ღონისძიებებისა თუ კონკურსების და სხვა აკადემიური აქტივობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები,
- ორი სარეკომენდაციო წერილი,
- სამოტივაციო წერილი,
- მოთხოვნილი თანხის ოდენობა და დანიშნულება,
- წერილი უცხო ქვეყნის უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადების მიღება წარმოებს 2013 წლის 2 დეკემბრიდან 2014 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: 1. განაცხადების შერჩევა 2. ზეპირი გასაუბრება. განცხადებით მოთხოვნის შემთხვევაში ასევე იწარმოებს ზეპირი დისტანციური გასაუბრება.
საკონტაქტო ინფორმაცია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
მის.: ქ. თბილისი,
დ. უზნაძის ქ. #52
ტელ.: 2 200 220 (1133)