თურქეთის სასტიპენდიო საზაფხულო კვლევის პროგრამა - Türkiye scholarship summer research program განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს კვლევითი მიმართულებები. დაინტერესებულ სტუდენტებს განაცხადების წარდგენა შეუძლიათ ონლაინ შემდეგი ელ. ბმულის მეშვეობით: https://pure.sabanciuniv.edu/node/add/application .
სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება წარმოებს მ.წ 26 მარტი - 11 აპრილის პერიოდში.
დამატებით გაცნობებთ, რომ თურქული მხარე გამარჯვებულ სტუდენტებს დაუფინანსებს სწავლის, ფრენის, საბანჯის უნივერსიტეტის კამპუსში განთავსებისა და სოციალურ-კულტურული აქტივობების ხარჯებს. ასევე, უნივერსიტეტი სტუდენტებს გამოუყოფს ყოველთვიურ სტიპენდიას 9000 თურქულ ლირას.
დეტალური ინფორმაცია საზაფხულო კვლევითი პროგრამის თაობაზე ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდზე: https://pure.sabanciuniv.edu
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართში.