საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ინკლუზიური განათლების გაძლიერების მიზნით, საჯარო სკოლებში ახალი პროექტი იწყება, რომლის მიზანს წარმოადგენს სსსმ და შშმ მოსწავლეთა განათლების ხარისხის გაუმჯობესება, რესურს ოთახების ფუნქციონალური გამოყენების გაძლიერების, ზოგადი განათლების საფეხურიდან განათლების შემდგომ საფეხურზე ტრანზიციის ეფექტიანი პრაქტიკის დანერგვისა და სკოლის ბაზაზე მშობელთა საგანმანათლებლო კლუბების დაფუძნების გზით. პროექტი ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით, გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და ორგანიზაციის „ინოვაციები ინკლუზიური საზოგადოებისთვის‘‘ პარტნიორობით ხორციელდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, სკოლის მოსწავლეებთან ბავშვთა უფლებების დაცვის თემაზე საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართა მრგვალი მაგიდა – „საქართველო და უკრაინა: საერთო ევროპული არჩევანი“, რომელშიც პროფესორ-მასწავლებლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად უკრაინის 50-მდე უნივერსიტეტისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჰერეთისკარში 150 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საჯარო სკოლა აშენდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კონფერენცია „ევროკავშირი-საქართველო – საქართველოს სრული ჩართულობა პროგრამაში Horizon Europe“ გაიმართა. კონფერენცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა, მეცნიერების განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.
ადამიანური კაპიტალის განვითარების თემაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ევროკავშირის წარმომადგენლების თავჯდომარეობით თემატური საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან საქართველოში ღასან ხალილთან ერთად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პედაგოგთა იმუნიზაციის პროცესს დაესწრო. მათ მადლობა გადაუხადეს როგორც მასწავლებლებს, ასევე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, რომელთა ხელშეწყობით იმუნიზაციის ცენტრებში, განათლების სისტემის წარმომადგენლებისათვის დამატებით ამცრელი კაბინეტებია გამოყოფილი და ვაქცინაცია წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, მარტივად არის შესაძლებელი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საზოგადოებას განათლებისა და მეცნიერების ათწლიანი სამოქმედო გეგმა წარუდგინა, რომლის მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის და თითოეული მოქალაქისთვის ხარისხიან განათლებაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა განათლების ყველა საფეხურზე
Please Wait....