ლიეტუვის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული განათლების გაცვლითი პროგრამების მხარდამჭერი ფონდი ქართველ სტუდენტებს სთავაზობს 2 წლიან სამაგისტრო, ასევე, ლიეტუვური ენის მოკლევადიან (1 ან 2 სემესტრი) გაცვლით პროგრამებსა და ლიეტუვური ენისა და კულტურის შემსწავლელ საზაფხულო 1 თვიან კურსებს 2025-2026 სასწავლო წლისთვის.
სამაგისტრო პროგრამაზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 13 მაისი.
დეტალური ინფორმაცია მოცემულია ბმულზე:
https://studyin.lt/scholarships/full-time-master-degree-studies/
ლიეტუვური ენის მოკლევადიან სასწავლო კურსებზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 6 მაისი. დეტალური ინფორმაცია მოცემულია ბმულზე:
https://studyin.lt/scholarships/lithuanian-short-term-studies/
ლიეტუვური ენისა და კულტურის შემსწავლელი საზაფხულო 1 თვიანი კურსების ვადები და სხვა დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://studyin.lt/learn-lithuanian/