აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის 2025-2027 წლების სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო და 2025 წლის 31 მარტამდე გაგრძელდება.
სასტიპენდიო პროგრამა 25 წარჩინებულ მოსწავლეს საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, სომხეთიდან და უკრაინიდან ევროპულ სწავლებაზე ორიენტირებული საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) დიპლომის მისაღებად სრულ სტიპენდიას სთავაზობს.
საქართველოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის“ აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამა მოიცავს 2-წლიან აკადემიურ კურსს, რომელიც დროებით ხორციელდება თბილისში მდებარე კერძო სკოლის – „ახალი სკოლის“ ბაზაზე.
დეტალური ინფორმაციისთვის და განაცხადის შესავსებად გთხოვთ, იხილოთ ვებგვერდი.