საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2024 წლის საქმიანობის ანგარიში და 2025 წლის სამოქმედო გეგმა წარუდგინა.
იმერეთის რეგიონში კიდევ ერთი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში გაიხსნა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, კახეთის რეგიონში 3 ახალი საჯარო სკოლა გახსნა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის მიერ საჯარო სკოლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის პოზიციის განსაზღვრასთან დაკავშირებულ განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ოფიცრის ფუნქცია სასკოლო საზოგადოების კონტროლი იქნება.