საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში არსებული ქართველოლოგიის პროგრამის წარმომადგენელთან, პროფესორ სტივენ ჯონსთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
2025-2026 აკადემიური წლიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU), ნეაპოლის ფედერიკო ll-ის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მედიცინის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან ახალ საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ ალექსანდრე წულაძეს ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში განათლების სფეროს ადგილობრივმა წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
საქართველო ევროპული ქსელის „Eurydice Network‘‘-ის წევრი 2024 წელს გახდა, რომელიც Erasmus+ პროგრამის ნაწილია და ის მხოლოდ ევროკავშირის წევრ და Erasmus+ ასოცირებულ ქვეყნებს აერთიანებს. ქსელის მიზანია, აღწეროს და სისტემატურად განაახლოს მასში ჩართული ქვეყნების განათლების სისტემები, რომელთა შესახებ ინფორმაციაც განთავსებულია ერთიან ევროპულ პლატფორმაზე.