ფიზიკური განვითარება
ამ თავის წაკითხვის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ:
რას მოიცავს ბავშვის ფიზიკური განვითარება;
რას ნიშნავს მოტორული განვითარება;
რა თავისებურებებით ხასიათდება ბავშვის ზრდა და მოტორული განვი-თარება სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებში;
რა ცვლილებებს განიცდის ტვინი და ნერვული სისტემა ბავშვის ზრდასთან ერთად;
რა ცვლილებებით ხასიათდება მოსწავლეთა ფიზიკური განვითარება მოზარდობის ასაკში;
რას ნიშნავს პუბერტაციის/სიმწიფის ხანა და რითი განსხვავდება იგი მოზარდობის ასაკისგან.