17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649155
ტენდერები
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ,,იაკობ გოგებაშვილი – საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” დაფინანსების ფარგლებში აცხადებს ტენდერს სასკოლო მერხების შესყიდვის მიზნით და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.

შესყიდვის ობიექტი: 9930 ცალი სასკოლო მერხი და სკამი.

კატეგორია მერხის სიმაღლე (სმ-ში) სკამის სიმაღლე (სმ-ში) რაოდენობა (ცალი)
I 58 34 930
II 64 38 1000
III 70 42 3500
IV 76 46 4500
  სულ: 9 930

შენიშვნა:

სასკოლო მერხის სპეციფიკური მახასიათებლები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • მაგიდის ზედაპირის ზომები: სიგანე – 45-50 სმ, სიგრძე – 60-70სმ;
  • სასკოლო მერხის და სკამის მასალა უნდა იყოს მეტალის კარკასი, ზედაპირი ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან;
  • მერხი და სკამი უნდა იყოს ცალ-ცალკე;
  • სასკოლო მერხი გათვლილია 1 მოსწავლეზე.

აუცილებელი პირობა:

  • სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას გამოყენებული იქნება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიები. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფისას – სატენდერო წინადადების ღირებულების 1 %-ის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისას – ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5 %-ის ოდენობით.
  • წარმოდგენილი უნდა იქნა სასკოლო მერხის და სკამის ნიმუში
  • სატენდერო წინადადების მოქმედების მინიმალური ვადა უნდა იყოს სატენდერო წინადადებების გახსნის დღიდან არანაკლებ 30 დღე. აღნიშნული ასახული უნდა იყოს სატენდერო განცხადების ფორმაში.

დაფინანსების წყარო – სახელმწიფო ბიუჯეტი, პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამა “იაკობ გოგებაშვილი საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია”.

მიწოდების ადგილი – საქართველოს რეგიონები (დეტალური ინფორმაცია მითითებული იქნება სატენდერო დოკუმენტაციაში).

მიწოდების ვადები: 2008 წლის 25 დეკემბრამდე.

სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ ენაზე გაიცემა ტენდერში მონაწილეობის მსურველის მიერ გადახდილი სატენდერო მოსაკრებლის 200 (ორასი) ლარის ოდენობის დამადასტურებელი ქვითარის წარმოდგენის შემდეგ, გამოქვეყნებიდან 11 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. .#52 ოთახი #126, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო მოსაკრებელი უნდა გადაიხადონ შემდეგ ანგარიშზე:

მიმღები – ერთიანი ანგარიში

მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი – 220101222
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 302003174
ა/ა # 200122900


დამატებით ინფორმაციაში მიუთითეთ: სატენდერო სასკოლო მერხების და სკამების შესყიდვა, ტენდერი №27, ორგანიზაციული კოდი: 162 (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო)

დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე ორ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ერთი ასლი), 2008 წლის 12 ნოემბერს 1300 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. .№52 ოთახი №126 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.

წარმოდგენილი პაკეტების გახსნა მოხდება 2008 წლის 12 ნოემბერს სატენდერო დოკუმენტაციის მიღების დამთავრებისთანავე, 13:00 საათზე, ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52 II სართულზე ოთახი №136.
დაგვიანებით შემოსული საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს, სატენდერო წინადადებას და სხვა დოკუმენტაციას სატენდერო კომისია არ განიხილავს.

საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

იურიდიული პირისათვის:

  • ცნობას, რომ მის ქონებაზე არ არის დადებული ყადაღა (ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
  • ცნობას, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს რეორგანიზაცია, ლიკვიდაციის საქმე (ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან);
  • ცნობა, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმე (ცნობა სასამართლოდან);


როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირისათვის:

  • ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის დასახელებას, იურიდიულ მისამართს, ტელეფონი/ფაქსი, საბანკო რევიზიტებს, ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელების სახელსა და გვარს;
  • ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტთან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების შესახებ.


ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ პირს განხორციელებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური შეკვეთა არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად, შესაბამისი დოკუმენტის, ხელშეკრულების დართვით.

განხორციელებული მიწოდების დასახელება (თითოეული ობიექტის მითითებით) შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება ხელშეკრულების, თარიღი, № და ღირებულება
1      
2      
2      

იურიდიული და ფიზიკური პირი ვერ გაივლის საკვლიფიკაციო შერჩევას და მოხდება მისი დისკვალიფიკაცია, თუ იგი, ზემოთ დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს ზემოთ მითითებულ ყველა ცნობას და ინფორმაციას, ან რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება.

ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს უფლება აქვთ საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების წარმოდგენამდე გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას შემსყიდველ ორგანიზაციაში.

სატენდერო დოკუმენტაციის გატანა და დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი პირებისაგან: ლ. გვაზავა,: გ. გიორგაძე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ.უზნაძის ქ.№52 ტ. 43 88 24 ოთახი №126 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.

 

test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009