17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649156
ტენდერები
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.

შესყიდვის ობიექტი – კომპიუტერული ტექნიკ

 

 

 

 

 

ლოტი

კომპიუტერული ტექნიკის დასახელება რაოდენობა
(ცალი)
  კომპიუტერი 43
  მონიტორი 52
  უწყვეტი კვების წყარო 57
  პრინტერი 16
  სკანერი 8
  პორტატული კომპიუტერი 8
  სერვერი

1

 

  • დაფინანსების წყარო – 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი;
  • მიწოდების ადგილი – ქ. თბილისი, დ. უზნაძის №52
  • მიწოდების ვადები: 2008 წლის 26 დეკემბრამდე.

აუცილებელი პირობა:

სატენდერო წინადადებების პაკეტებში წარმოდგენილი უნდა იყოს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი საქონლის ტექნიკური პარამეტრები და სპეციფიკაცია.

სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას გამოყენებული იქნება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიები. გარანტიების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია ასახული იქნება სატენდერო დოკუმენტაციაში.

სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ ენაზე გაიცემა ტენდერში მონაწილეობის მსურველის მიერ გადახდილი სატენდერო მოსაკრებლის 200 (ორასი) ლარის ოდენობის დამადასტურებელი ქვითარის წარმოდგენის შემდეგ, გამოქვეყნებიდან 27 ნოემბრამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. .#52 ოთახი #126, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო მოსაკრებელი უნდა გადაიხადონ შემდეგ ანგარიშზე:
მიმღები – ერთიანი ანგარიში
მიმღები ბანკი – საქართველოს ეროვნული ბანკი
ბანკის კოდი – 220101222
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 302003174
ა/ა № 200122900

დამატებით ინფორმაციაში მიუთითეთ: სატენდერო მოსაკრებელი, კომპიუტერული ტექნიკის შეძენა, ტენდერი #28, ორგანიზაციული კოდი: 2211 (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).

დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე ორ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ერთი ასლი), 2008 წლის 28 ნოემბერს 1600 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. .№52 ოთახი №126 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.

წარმოდგენილი პაკეტების გახსნა მოხდება 2008 წლის 28 ნოემბერს სატენდერო დოკუმენტაციის მიღების დამთავრებისთანავე, 16:00 საათზე, ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52 II სართულზე ოთახი №214.

დაგვიანებით შემოსული საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს, სატენდერო წინადადებას და სხვა დოკუმენტაციას სატენდერო კომისია არ განიხილავს.

საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

იურიდიული პირისათვის:
ა) ცნობას, რომ მის ქონებაზე არ არის დადებული ყადაღა (ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
ბ) ცნობას, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმე (ცნობა სასამართლოდან);
გ) ორგანიზაციის მოგების და ქონების წლიური დეკლარაციები (ბოლო 2 წლის).
დ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ფიზიკური პირისათვის:
საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია (ბოლო 2 წლის);

როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირისათვის:

  • ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის დასახელებას, იურიდიულ მისამართს, ტელეფონი/ფაქსი, საბანკო რევიზიტებს, ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელების სახელსა და გვარს;
  • ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ;
სატენდერო წინადადების მოქმედების მინიმალური ვადა უნდა იყოს სატენდერო წინადადებების პაკეტების გახსნის დღიდან არანაკლებ 30 დღე. აღნიშნული ასახული უნდა იყოს სატენდერო წინადადებაში.

იურიდიული და ფიზიკური პირი ვერ გაივლის საკვლიფიკაციო შერჩევას და მოხდება მისი დისკვალიფიკაცია, თუ იგი, ზემოთ დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს ზემოთ მითითებულ ყველა ცნობას და ინფორმაციას, ან რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება.

ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს უფლება აქვთ საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების წარმოდგენამდე გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას შემსყიდველ ორგანიზაციაში.

სატენდერო დოკუმენტაციის გატანა და დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი პირებისაგან: ლ. გვაზავა, მ. ფალიაშვილი, ნ. ბოჭორიშვილი, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ.უზნაძის ქ.№52 ტ. 43 88 24; ოთახი №126 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.

 

test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009