17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649155
ტენდერები
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს საკონფერენციო, სასტუმრო და კვებითი მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს

შესყიდვის ობიექტი:

 

ლოტი შესყიდვის ობიექტის დასახელება მომსახურების ადგილი/მომსახურების კლასი
I

სასტუმრო და კვებითი მომსახურება

თბილისში, საშუალო კლასი
II
სასტუმრო და კვებითი მომსახურება თბილისში, მაღალი კლასი
III
სასტუმრო და კვებითი მომსახურება ბათუმში, საშუალო კლასი
IV
სასტუმრო და კვებითი მომსახურება ბათუმში მაღალი კლასი
V
სასტუმრო და კვებითი მომსახურება ქუთაისში, საშუალო კლასი
VI
სასტუმრო და კვებითი მომსახურება ქუთაისში, მაღალი კლასი
VII
სასტუმრო და კვებითი მომსახურება თელავში, სიღნაგში, საშუალო კლასი
VIII
სასტუმრო და კვებითი მომსახურება თელავში, სიღნაგში, მაღალი კლასი
IX

საკონფერენციო მომსახურება

თბილისში, საშუალო და მაღალი კლასი
X

საკონფერენციო მომსახურება

ბათუმში, საშუალო და მაღალი კლასი
XI

საკონფერენციო მომსახურება

ქუთაისში, საშუალო და მაღალი კლასი
XII

საკონფერენციო მომსახურება

თელავში, სიღნაგში, საშუალო და მაღალი კლასი
XIII
რესტორნული მომსახურება თბილისში, საშუალო კლასი
XIV
რესტორნული მომსახურება თბილისში, მაღალი კლასი
XV

მსუბუქი სადილით მომსახურება

თბილისში, საშუალო კლასი
XVI
მსუბუქი სადილით მომსახურება თბილისში, მაღალი კლას

დაფინანსების წყარო – სახელმწიფო ბიუჯეტი.

შენიშვნა:

სასტუმრო და კვებით მომსახურებაზე სავალდებულო ქალაქები:
თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, სიღნაღი, თელავი. სასურველია ასევე სხვა ქალაქების ჩამონათვალიც, სადაც შეიძლება სასტუმრო და კვებითი მომსახურების გაწევა. სასტუმრო მომსახურება უზრუნველყოფილი უნდა იყოს მხოლოდ საუზმით და ვახშმით.

საკონფერენციო მომსახურება უნდა გაეწიოს:
ქ. თბილისში არანაკლებ 150 და არაუმეტეს 350 პერსონაზე, სხვა სავალდებულო ქალაქებში – არანაკლებ 40 და არაუმეტეს 350 პერსონაზე. საკონფერენციო მომსახურებაში უნდა შედიოდეს შესაბამისი აპარატურით უზრუნველყოფა (პროექტორი, მოკროფონები 4 კაცზე არანაკლებ 1 ცალისა, ეკრანი, შესაბამისი აკუსტიკური მოწყობილობა, პრინტერი. კონფერენციის ჩატარებისას უზრუნველყოფილი უნდა იყოს შეუფერხებელი ინტერნეტით სარგებლობა) კონფერენცია შესვენებებზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს - ,,კოფე ბრეიქით” და ,,ლანჩით”.

სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ ენაზე გაიცემა ტენდერში მონაწილეობის მსურველის მიერ გადახდილი სატენდერო მოსაკრებლის 200 (ორასი) ლარის ოდენობის დამადასტურებელი ქვითარის წარმოდგენის შემდეგ, განცხადების გამოქვეყნებიდან 2009 წლის 19 თებერვლამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. .#52 ოთახი #126, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო მოსაკრებელი უნდა გადაიხადონ შემდეგ ანგარიშზე:
მიმღები – ერთიანი ანგარიში
მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი – 220101222
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 302003174
ა/ა № 200122900

დამატებით ინფორმაციაში მიუთითეთ: სატენდერო მოსაკრებელი, საკონფერენციო, სასატუმრო,-საკონფერენციო (კვებით მომსახურებასთან ერთად) და რესტორნული მომსახურება, ტენდერი №1 (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო)

დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე ორ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ერთი ასლი), 2009 წლის 20 თებერვალს 1600 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. .№52 ოთახი №126 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.

წარმოდგენილი პაკეტების გახსნა მოხდება 2009 წლის 20 თებერვალს სატენდერო დოკუმენტაციის მიღების დამთავრებისთანავე, 16:00 საათზე, ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52 II სართულზე ოთახი №212.

დაგვიანებით შემოსული საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს, სატენდერო წინადადებას და სხვა დოკუმენტაციას სატენდერო კომისია არ განიხილავს.

საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

იურიდიული პირისათვის:
  • ცნობას, რომ მის ქონებაზე არ არის დადებული ყადაღა (ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
  • ცნობას, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმე (ცნობა სასამართლოდან);
  • ორგანიზაციის მოგების და ქონების წლიური დეკლარაციები (ბოლო 2 წლის).
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
ფიზიკური პირისათვის:

საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია (ბოლო 2 წლის);

როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირისათვის:
  • ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის დასახელებას, იურიდიულ მისამართს, ტელეფონი/ფაქსი, საბანკო რეკვიზიტებს, ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელების სახელსა და გვარს;
  • ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ;
  • ინფორმაცია შესრულებული ანალოგიური მომსახურების შესახებ.
სატენდერო წინადადების მოქმედების მინიმალური ვადა უნდა იყოს სატენდერო წინადადებების პაკეტების გახსნის დღიდან არანაკლებ 30 დღე. აღნიშნული ასახული უნდა იყოს სატენდერო წინადადებაში.

ტენდერში გამოყენებული არ იქნება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.

ტენდერში გამოყენებული იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით.

იურიდიული და ფიზიკური პირი ვერ გაივლის საკვალიფიკაციო შერჩევას და მოხდება მისი დისკვალიფიკაცია, თუ იგი, ზემოთ დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს ზემოთ მითითებულ ყველა ცნობას და ინფორმაციას, ან რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება.

ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს უფლება აქვთ საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების წარმოდგენამდე გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას შემსყიდველ ორგანიზაციაში.

სატენდერო დოკუმენტაციის გატანა და დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი პირებისაგან: ლიკა გვაზავა, მარიამ ფალიაშვილი; ნატალია ბოჭორიშვილი, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ.უზნაძის ქ.№52 ტ. 43 88 24 ოთახი №126, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.

 

 

test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009