17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649156
ტენდერები
 
განცხადება მრავალწლიან შესყიდვაზე ტენდერის ჩატარების შესახებ

1. სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო’’აცხადებს ტენდერს საქართველოს ერთიან სამთავრობო ქსელში ჩართვის ფარგლებში ,,საქართველოს ერთიანი საგანმანათლებლო ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ქსელის მართვის   მომსახურების მრავალწლიან შესყიდვაზე (2009–2012 წლები) და  ტენდერში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს.

2. დაფინანსების წყარო: სახელმწიფო ბიუჯეტი.

3. გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს ერთიანი საგანმანათლებლო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ქსელის მართვის ცენტრის ორგანიზება, რომელსაც ექნება შემდეგი ფუნქციები:

  • ქსელში ჩართული ობიექტების სამომხმარებლო მარშრუტიზატორების დაკონფიგურირება და მისი გამართული ფუნქციონირება;
  • VPN ქსელის გამართული ფუნქციონირება - VPN საკომუნიკაციო მოწყობილობებისა და  სააგენტოს კუთვნილი სერვერების მართვის ცენტრში განთავსება, ინსტალირება და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • შემსყიდველის მიერ გამოვლენილი ინტერნეტ პროვაიდერის  მიერ მოწოდებული ინტერნეტ სერვისის მონიტორინგი და შესაბამისი შედეგების შესახებ შემსყიდველისათვის ყოველთვიური ანგარიშის წარმოდგენა.
  • ქსელში ჩართულ სკოლებზე ინტერნეტის დინამიური განაწილება;
  • მუშაობის სტატისტიკის მონიტორინგი და ანალიზი;
  • სკოლების მიერ მოხმარებული სერვისების ანალიზი და არასასურველი ინფორმაციის ბლოკირება (არასასურველი ვებ-გვერდები, ვირუსები, სპამები და ა.შ.);
  • სკოლების ვებ-გვერდების და სასწავლო მასალების სერვერზე განთავსება;
  • სკოლების ელ-ფოსტით მომსახურებით უზრუნველყოფა;
4. გამარჯვებულმა ორგანიზაციამ 2009-2012 წლების განმავლობაში უნდა უზრუნველყოს საქართველოს ერთიანი საგანმანათლებლო ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ქსელის მართვის ცენტრის ორგანიზება და ქსელში 2 280 საგანმანათლებლო დაწესებულების ჩართვისა და მომსახურების უზრუნველყოფა.

5. დეტალური ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის შესახებ, 2009-2012 წლების განმავლობაში გასაწევი მომსახურების მიწოდების სავარაუდო გრაფიკი და გასაწევი მომსახურების ადგილი ასახული იქნება სატენდერო  დოკუმენტაციაში.

6. სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ ენაზე გაიცემა პრეტენდენტებზე სატენდერო მოსაკრებლის (ორასი ლარის) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, 2009 წლის 19 მარტის 18 საათამდე, მისამართზე: სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო”, დ.უზნაძის ქ. №68,  თბილისი, საქართველო. მესამე სართული, ოთახი №11.

7.     სატენდერო მოსაკრებელი (200 ლარი) გადარიცხულ უნდა იქნას:  , საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი: 220101222, ანგარიშსწორების ანგარიში №302007700 გადახდის დანიშნულება - სსიპ "საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს" მიერ გამოცხადებული ტენდერის მოსაკრებელი.

8.    დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სატენდერო წინადადება ქართულ ენაზე (ერთ დალუქულ კონვერტში) უნდა წარმოადგინონ ოთხ ეგზემპლარად (ერთი ორიგინალი, ორი ნოტარიულად დამოწმებული ასლი და ერთი ელექტრონული ვერსია). 2009 წლის 20 მარტის 18 საათამდე, მისამართზე:  სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო”, დ.უზნაძის ქ. №68,  თბილისი, საქართველო. მესამე სართული, ოთახი №11.

9.    წარმოდგენილი სატენდერო პაკეტები გაიხსნება 2009 წლის 20 მარტს 18 საათზე, მისამართზე: სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო”, დ.უზნაძის ქ. №68,  თბილისი, საქართველო. მესამე სართული, ოთახი №14.

10. ტენდერში არ გამოიყენება პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების წარმოდგენისა და კონვერტების გახსნის ალტერნატიული წესი.

11.    დაგვიანებით შემოსულ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებსა და სატენდერო წინადადებებს სატენდერო კომისია არ განიხილავს.

12.    საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:

12.1     იურიდიული პირისათვის:
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან  და წესდების ნოტარულად დამოწმებული ასლი;
  • ცნობა, იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ (ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
  • ცნობა, რომ იურიდიული პირის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება (ცნობა სასამართლოდან);
  • ცნობა, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან);
12.2     ფიზიკურ პირთათვის:
  • ცნობა, მისი ქმედუნარიანობის შესახებ (ცნობა შესაბამისი უფლებამოსილი დაწესებულებიდან);
  • ცნობა, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების საქმისწარმოება (ცნობა სასამართლოდან);
12.3    როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირთათვის:
  • სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს პრეტენდენტის დასახელებას, იურიდიულ მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას, საბანკო რეკვიზიტებს, ხელმძღვანელის სახელსა და გვარს;
  • ,,ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არარსებობის შესახებ’’
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან საბანკო ანგარიშზე ყადაღის (ინკასოს) არარსებობის შესახებ.
  • ინფორმაცია ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ;
  • ინფორმაცია ამ სახის მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ, შესაბამისი დოკუმენტის (ხელშეკრულება) დართვით;

13. იურიდიული და ფიზიკური პირი ვერ გაივლის საკვალიფიკაციო შერჩევას და მოხდება მისი დისკვალიფიკაცია, თუ იგი ზემოთ დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს მე-12 მუხლში მითითებულ ყველა ცნობას და ინფორმაციას, ან რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება.

14.    საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოდგენა აუცილებელია ტენდერში მონაწილე კომპანიების სუბკონტრაქტორებზეც.

15.    ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს უფლება აქვთ საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების წარმოდგენამდე გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას შემსყიდველ ორგანიზაციაში.

16. პრეტენდენტების მიერ განცხადების მე–12 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები საკვალიფიკაციო შერჩევის დროს შემდგომ დაზუსტებას არ ექვემდებარება.

17.    პრეტენდენტებს უფლება აქვთ წარმოადგინონ ერთი სატენდერო წინადადება;

18.   ტენდერში მონაწილე პრეტენდენტი ვერ გაივლის საკვლიფიკაციო შერჩევას თუ იგი არ წარმოადგენს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებით მოთხოვნილ ყველა ცნობასა და ინფორმაციას, ან რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება.

19.    ტენდერში გამოიყენება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია სატენდერო წინადადების საერთო ღირებულების 1%-ის ოდენობით და ასევე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული იქნება ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის მექანიზმი ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის ოდენობით.

20.  პრეტენდენტი არ უნდა იყოს ერთიანი სამთავრობო ქსელის ფარგლებში განხორციელებული განათლების ობიექტების ინეტრნეტ მიმწოდებელი კომპანია ან მისი ქვეკონტრაქტორი (სუბკონტრაქტორი), რომელიც რაიმე ფორმით დაკავშირებული იქნება ზემოაღნიშნული პროექტით გათვალისწინებულ საქმიანობასთან.

21. დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგ მისამართზე: სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო”, დ. უზნაძის ქ. №68,  თბილისი, საქართველო. მესამე სართული, ოთახი №11. ტელ: (995 32) 91-05-52. ელ.ფოსტა: info@dlf.ge www.dlf.ge სატენდერო კომისიის აპარატი.

საკონტაქტო პირი მურთაზ სიჭინავა, ტელ: 91 05-52.  


შენიშვნა: შესყიდვის ობიექტის სრული აღწერა და მომსახურების გაწევის ვადები  მოცემული იქნება ტექნიკურ პირობებში.

test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009