17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649155
ტენდერები
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში აცხადებს ტენდერს საავტომობილო საწვავის შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს

შესყიდვის ობიექტი – 18000 ლიტრი “სუპერის” მარკის საავტომობილო საწვავი.

დაფინანსების წყარო – სახელმწიფო ბიუჯეტი

  • საწვავი უნდა მიეწოდოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყოველდღიურად ბენზინ გასამართი სადგურების მეშვეობით 2009 წლის ბოლომდე.
  • შესყიდვის ობიექტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს ამ სახეობის პროდუქტზე.
  • მიწოდების ადგილი: ბენზინგასამართი სადგურები საქართველოს მასშტაბით;
  • საქონლის გადაცემა: ტალონური ან საბარათო მომსახურება.

აუცილებელი პირობა:

  • სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ ენაზე გაიცემა ტენდერში მონაწილეობის მსურველის მიერ გადახდილი სატენდერო მოსაკრებლის 200 (ორასი) ლარის ოდენობის დამადასტურებელი ქვითარის წარმოდგენის შემდეგ, განცხადების გამოქვეყნებიდან 2009 წლის 14 აპრილამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. .№52 ოთახი №126, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.
  • დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო მოსაკრებელი უნდა გადაიხადონ შემდეგ ანგარიშზე:

მიმღები – ერთიანი ანგარიში
მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი – 220101222
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 302003174
ა/ა № 200122900

დამატებით ინფორმაციაში მიუთითეთ: სატენდერო მოსაკრებელი, საავტომობილო საწვავის შესყიდვა, ტენდერი №4 (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო)

დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე ორ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ერთი ასლი), 2009 წლის 15 აპრილს 1600 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. .№52 ოთახი №126 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.

წარმოდგენილი პაკეტების გახსნა მოხდება 2009 წლის 15 აპრილს სატენდერო დოკუმენტაციის მიღების დამთავრებისთანავე, 16:00 საათზე, ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52 II სართულზე ოთახი №214.

დაგვიანებით შემოსული საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს, სატენდერო წინადადებას და სხვა დოკუმენტაციას სატენდერო კომისია არ განიხილავს.
   
საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

იურიდიული პირისათვის:

  • ცნობა სასამართლოდან გადახდისუნარიანობის საქმის წარმოების შესახებ;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ;
  • ამონაწერი სამეწარმეო რესტრიდან;
  • ორგანიზაციის მოგების და ქონების დეკლარაციები (ბოლო 2 წლის).

ფიზიკური პირისათვის:

  • საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია (ბოლო 2 წლის);

როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირისათვის:

  • ორგანიზაციის სრული დასახელება, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელმომწერი პირის (ორგანიზაციის ან/და უფლებამოსილი პირის) შეასახებ ინფორმაცია;
  • ორგანიზაციის რეკვიზიტები (ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი, ან ფიზიკური პირის საპასპორტო მონაცემები, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი; საკონტაქტო ტელეფონის ნომერი);
  • ორგანიზაციის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ბანკის სახელწოდება (ფილიალის მითითებით), ბანკის კოდი, ბანკში არსებული ორგანიზაციის ანგარიშის ნომერი);
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების პირობებისა და ფორმების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ.

სატენდერო წინადადების მოქმედების მინიმალური ვადა უნდა იყოს სატენდერო წინადადებების პაკეტების გახსნის დღიდან არანაკლებ 30 დღე. აღნიშნული ასახული უნდა იყოს სატენდერო წინადადებაში.

ტენდერში გამოყენებული იქნება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის 1%-იანი საბანკო გარანტია, ხოლო ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში საბანკო გარანტია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით.

იურიდიული და ფიზიკური პირი ვერ გაივლის საკვალიფიკაციო შერჩევას და მოხდება მისი დისკვალიფიკაცია, თუ იგი, ზემოთ დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს ზემოთ მითითებულ ყველა ცნობას და ინფორმაციას, ან რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება.

ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს უფლება აქვთ საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების წარმოდგენამდე გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას შემსყიდველ ორგანიზაციაში.

სატენდერო დოკუმენტაციის გატანა და დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი პირებისაგან: ლიკა გვაზავა, მარიამ ფალიაშვილი; ნატალია ბოჭორიშვილი, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ.უზნაძის ქ. №52 ტ. 43 88 24 ოთახი №126, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.

test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009