საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო” საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამა ,,იაკობ გოგებაშვილი-საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლების ინვენტარით უზრუნველყოფის მიზნით 67 500 ცალი ინდივიდუალური სასკოლო მერხებისა და სკამების სახელმწიფო შესყიდვაზე აცხადებს საერთაშორისო ტენდერს ერთ ლოტად და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.