17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649156
ტენდერები
 
განცხადება ხელახალი საერთაშორისო ტენდერის ჩატარების შესახებ

1.    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო” საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამა ,,იაკობ გოგებაშვილი-საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” დაფინანსების ფარგლებში აცხადებს ხელახალ საერთაშორისო ტენდერს საქართველოს სკოლების პირველკლასელთა 45 000 ცალი სასკოლო ჩანთის სახელმწიფო შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.

2.    მიწოდების სავალდებულო ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან  2009 წლის 31 აგვისტომდე პერიოდი.

3.    საქონლის მიწოდების ადგილია საქართველოს საგანმანათლებლო რესურსცენტრები.  დეტალური ინფორმაცია საქონლის მიწოდების ადგილისა და რაოდენობის შესახებ მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

4.    დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება, ქართულ ენაზე, ექვს ეგზემპლარად, (ერთი დედანი, ხუთი ქსეროასლი) დალუქული პაკეტებით უნდა წარმოადგინონ 2009 წლის¬ 23 ივნისის 16 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, საქართველო, დ. უზნაძის ქ. #68, სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო~, მესამე სართული, ოთახი #12.

5.    წარმოდგენილი პაკეტები გაიხსნება 2009 წლის 23 ივნისის 16 საათზე მისამართზე: ქ. თბილისი, საქართველო, დ. უზნაძის ქ. #68, სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო~, მესამე სართული, ოთახი #14.

6.    საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:
    6.1     იურიდიული პირისათვის:
  • ცნობა სასამართლოდან რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და წესდების ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • ორგანიზაციის მოგების და ქონების გადასახადების დეკლარაციები ბოლო ორი (2007-2008) წლების;
  • ცნობა, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან)
    6.2.    ფიზიკური პირისათვის:
  • ცნობა მისი ქმედუნარიანობის შესახებ (ცნობა შებამისი უფლებამოსილი დაწესებულებიდან);
  • ცნობას, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების საქმისწარმოება (ცნობა წარმოდგენილი უნდა იყოს სასამართლოდან).
    6.3.    როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირისათვის:
  • შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები (ფიზიკური პირის შემთხვევაში: მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მიხედვით, საკონტაქტო ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები. იურიდიული პირის შემთხვევაში: მისი სრული სახელწოდება, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი, შესაბამისი უფლებამოსილი პირის –სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის მონაცემები პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მიხედვით, საკონტაქტო ტელეფონი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
  • მისაწოდებელი საქონლის ღირებულება რაოდენობრივ და თანხობრივ გამოსახულებაში (დღგ-სა და აქციზის გადასახადის გათვალისწინებით ეროვნულ ვალუტაში);
  • საქონლის მიწოდების გეგმა-გრაფიკი;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ფორმებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების გამოცდილების შესახებ შესაბამისი დოკუმენტის, ხელშეკრულების დართვით;
  • ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ;
  • ინფორმაცია საქონლის დეტალური აღწერილობის შესახებ;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან საბანკო ანგარიშზე ყადაღის (ინკასოს) არარსებობის შესახებ;
7.    უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის ზემოაღნიშნული ცნობები წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი უფლებამოსილი დაწესებულებებიდან.

8.    სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილია ქართულ ენაზე. სატენდერო დოკუმენტაციის გატანა შესაძლებელია განცხადების გამოქვეყნების დღიდან 2009 წლის 22 ივნისის 18 საათამდე. სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველმა 200 (ორასი) ლარის ოდენობის სატენდერო მოსაკრებელი უნდა გადაიხადოს სატენდერო დოკუმენტაციის მიღების ვადის გასვლამდე შემდეგ ანგარიშზე: ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი: 220101222, ანგარიშსწორების ანგარიში: 200122900, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი: #302007700, გადახდის დანიშნულება – სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს” სატენდერო მოსაკრებელი (ორგანიზაციული კოდი 0304). დაინტერესებულ პირებს სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ შეეძლებათ სატენდერო დოკუმენტაციის გატანა მისამართზე: ქ. თბილისი, საქართველო, დ. უზნაძის ქ. #68, სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო~, მესამე სართული, ოთახი #12.
9.    ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს უფლება აქვთ საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადების წარმოდგენამდე გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას შემსყიდველ ორგანიზაციაში;
10.    პრეტენდენტებს უფლება აქვთ წარმოადგინონ მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება.
11.    ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდება მხოლოდ ერთი პრეტენდენტი.
12.    ტენდერში გამოიყენება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია 1%-ის ოდენობით. გარანტიის მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატებოდეს სატენდერო წინადადდების მოქმედების ვადას.
13.    ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებისას გამოყენებული იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით.
14.    ტენდერში არ გამოიყენება პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების წარმოდგენისა და კონვერტების გახსნის ალტერნატიული წესი.
15.    დაგვიანებით შემოსულ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებსა და სატენდერო წინადადებებს სატენდერო კომისია არ განიხილავს.
16.    იურიდიული და ფიზიკური პირი ვერ გაივლის საკვალიფიკაციო შერჩევას და მოხდება მისი დისკვალიფიკაცია თუ იგი ზემოთ დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებით და საბაზისო მონაცემთა ნუსხით მოთხოვნილ ყველა ცნობასა და ინფორმაციას, ან რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება;
17. საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოდგენა აუცილებელია ტენდერში მონაწილე კომპანიების სუბკონტრაქტორებზეც, შესაბამისი ხელშეკრულებების დართვით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
18.    პრეტენდენტების მიერ განცხადების მე-6 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები საკვალიფიკაციო შერჩევის დროს შემდგომ დაზუსტებას არ ექვემდებარება.
19.    სატენდერო წინადადების მოქმედების მინიმალური ვადა არ უნდა იყოს სატენდერო წინადადებების პაკეტების გახსნის დღიდან 30 დღეზე ნაკლები. აღნიშნული ასახული უნდა იყოს სატენდერო წინადადებაში.
20.    დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ მისამართზე: ქ. თბილისი, საქართველო, დ. უზნაძის ქ. #68, სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო~, მესამე სართული, ოთახი #12. ტელ: (995 32) 91 05 52. მსიცჰინავა@ესიდა.გე
სატენდერო კომისიის აპარატი საკონტაქტო პირი მურთაზ სიჭინავა, ტელ: 91 05 52
 მობ:877-15-20-50

test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009