17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649155
ტენდერები
 
განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ

1.    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო” საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა ,,იაკობ გოგებაშვილი-საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია~ დაფინანსების ფარგლებში აცხადებს ტენდერს რიგი საჯარო სკოლების სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების სახელმწიფო შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.

2.    შესყიდვა განხორციელდება შემდეგი ლოტების შესაბამისად:

ლოტი #1 საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა;

ლოტი #2 თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის გლდანი-ნაძალადევის რაიონის #15 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვა;
ლოტი #3 მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკნის საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვა;

ლოტი #4    ახალაქალაქის #3 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვა;

3.    სტადია მუშა პროექტის წარმოდგენის სავალდებულო ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 დღე.

4.    დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება, სტადია არქიტექტურულ პროექტთან ერთად, ქართულ ენაზე, ხუთ ეგზემპლარად, (ერთი დედანი, ოთხი ქსეროასლი) დალუქული პაკეტებით უნდა წარმოადგინონ 2009 წლის¬ 30 სექტემბრის 16:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, საქართველო, დ. უზნაძის ქ. #68, სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო~, მესამე სართული, ოთახი #12.

5.    წარმოდგენილი პაკეტები გაიხსნება 2009 წლის 30 სექტემბერს 16:00 საათზე მისამართზე: ქ. თბილისი, საქართველო, დ. უზნაძის ქ. #68, სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო~, მესამე სართული, ოთახი #14.

6.    საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:
    6.1     იურიდიული პირისათვის:
ა)    ცნობა სასამართლოდან რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
ბ)    ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
გ)    ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
დ)    ორგანიზაციის მოგების და ქონების გადასახადების დეკლარაციები ბოლო ორი (2007-2008) წლების;
ე)    ცნობა, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან)
    6.2.    ფიზიკური პირისათვის:
ა)    ცნობა მისი ქმედუნარიანობის შესახებ (ცნობა შებამისი უფლებამოსილი დაწესებულებიდან);
ბ)    ცნობას, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების საქმისწარმოება (ცნობა წარმოდგენილი უნდა იყოს სასამართლოდან).
    6.3.    როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირისათვის:
  • აშესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები (ფიზიკური პირის შემთხვევაში: მისი საიდენტიფიკაციო მონაცემები პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მიხედვით, საკონტაქტო ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები. იურიდიული პირის შემთხვევაში: მისი სრული სახელწოდება, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი, შესაბამისი უფლებამოსილი პირის –სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირის მონაცემები პირადობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მიხედვით, საკონტაქტო ტელეფონი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
  • ინფორმაცია მომსახურების გაწევის ვადების შესახებ (გეგმა-გრაფიკი);
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ფორმებისა და პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია შესყიდვაში მონაწილის მიერ ანალოგიური მომსახურების განხორციელების გამოცდილების შესახებ (შესაბამისი ხელშეკრულებების დართვით);
  • ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ;
  • გასაწევი მომსახურების ხარჯთაღრიცხვა, რომელშიც ასახული უნდა იქნას:
  • შრომის ანაზღაურების და ტრანსპორტირების ხარჯები;
  • სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • დარიცხვები, პროცენტული მაჩვენებლების მითითებით (ზედნადები ხარჯები, მოგების პროცენტი და დღგ).
  • ინფორმაცია ტენდერში მონაწილე იურიდიული ან/და ფიზიკური პირის წამყვან სპეციალისტთა (იმ წამყვანი სპეციალისტების შესახებ, რომლებიც დაკავებულნი იქნებიან ამ ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე) კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან საბანკო ანგარიშზე ყადაღის (ინკასოს) არარსებობის შესახებ;
  • ინფორმაცია მომსახურების გაწევის დეტალური აღწერილობის შესახებ;
7.    საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოდგენა აუცილებელია ტენდერში მონაწილე კომპანიების სუბკონტრაქტორებზეც, შესაბამისი ხელშეკრულებების დართვით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
8.    პრეტენდენტების მიერ განცხადების მე-6 მუხლის შესაბამისად წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები საკვალიფიკაციო შერჩევის დროს შემდგომ დაზუსტებას არ ექვემდებარება.
9.    სატენდერო წინადადების მოქმედების მინიმალური ვადა არ უნდა იყოს სატენდერო წინადადებების პაკეტების გახსნის დღიდან 30 დღეზე ნაკლები. აღნიშნული ასახული უნდა იყოს სატენდერო წინადადებაში.
10.    ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის ხელმძღვანელი მის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების სიზუსტეს ადასტურებს თავისი ხელმოწერითა და ბეჭდის დასმით. ხელმოუწერელი სატენდერო წინადადება არ განიხილება;
11.    სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილია ქართულ ენაზე. სატენდერო დოკუმენტაციის გატანა შესაძლებელია განცხადების გამოქვეყნების დღიდან 2009 წლის 05 აგვისტოს 18:00 საათამდე. სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილეობის მსურველმა 200 (ორასი) ლარის ოდენობის სატენდერო მოსაკრებელი უნდა გადაიხადოს სატენდერო დოკუმენტაციის მიღების ვადის გასვლამდე შემდეგ ანგარიშზე: ბანკი: სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი: 220101222, ანგარიშსწორების ანგარიში: 200122900, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი: #302007700,გადახდის დანიშნულება – სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს” სატენდერო მოსაკრებელი, დამატებითი ინფორმაცია: საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების ტენდერი. (ორგანიზაციული კოდი 0304). დაინტერესებულ პირებს სატენდერო მოსაკრებლის გადახდის შემდეგ შეეძლებათ სატენდერო დოკუმენტაციის გატანა მისამართზე: ქ. თბილისი, საქართველო, დ. უზნაძის ქ. #68, სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო~, მესამე სართული, ოთახი #12.
12.    ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს უფლება აქვთ საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადების წარმოდგენამდე გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას შემსყიდველ ორგანიზაციაში;
13.    პრეტენდენტებს უფლება აქვთ წარმოადგინონ მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება.
14.    ტენდერში გამოიყენება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის გარანტია 1%-ის ოდენობით. გარანტიის მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატებოდეს სატენდერო წინადადდების მოქმედების ვადას.
15.    ტენდერში ლოტების მიხედვით შესაძლებელია რამდენიმე გამარჯვებულის გამოვლენა. გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებისას გამოყენებული იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით.
16.    ტენდერში არ გამოიყენება პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების წარმოდგენისა და კონვერტების გახსნის ალტერნატიული წესი.
17.    იურიდიული და ფიზიკური პირი ვერ გაივლის საკვალიფიკაციო შერჩევას და მოხდება მისი დისკვალიფიკაცია თუ იგი ზემოთ დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებით და საბაზისო მონაცემთა ნუსხით მოთხოვნილ ყველა ცნობასა და ინფორმაციას, ან რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება;

18.    დაგვიანებით შემოსულ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებსა და სატენდერო წინადადებებს სატენდერო კომისია არ განიხილავს.

დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ მისამართზე: ქ. თბილისი, საქართველო, დ. უზნაძის ქ. #68, სსიპ ,,საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო~, მესამე სართული, ოთახი #14. ტელ: (995 32) 91 05 52.

სატენდერო კომისიის აპარატი
საკონტაქტო პირი: ზურაბ ნიკოლაიშვილი, ტელ: 91 05 52 (014). მობ; 877-15-20-16



   

test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009