17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649155
ტენდერები
 
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს ტენდერს სასკოლო მზაობის კვლევის პროექტის ფარგლებში.

სასკოლო მზაობის კვლევის პროექტის დანიშნულება

სასკოლო მზაობის კვლევის პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სკოლამდელი განათლების სფეროს განვითარებას, როგორც უწყვეტი განათლების სისტემის განუყოფელი ნაწილი. ამასთან ერთად, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ხარისხიანი სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობას ყველა შავშვისთვის.

პროექტი განიხილება, როგორც მიზანმიმართული და საჭიროებებზე დაფუძნებული სკოლამდელი განათლების პოლიტიკის ჩამოყალიბების ერთ-ერთი საშუალება, რომელიც ხელს შეუწყობს სკოლემდელი განათლების დაფინანსების, მართვის და ხარისხის კონტროლის ეფექტური მექანიზმების შემუშაფებას და დანერგვას.

სასკოლო მზაობის კვლევის პროექტის მიზანი
სასკოლო მზაობის კვლევის პროექტის მიზანია ზოგადი განათლების დაწყებითი სკოლის პირველკლასელი მოსწავლეების სასკოლო მზაობის შეფასება ადრეული სწავლისა და განვითარების სტანდარტების მიხედვით. პროექტი განიხილავს სასკოლო მზაობას, როგორც ბავშვის განვითარების დონეს, რომელიც უზრუნველყოფს მის წარმატებას დაწყებით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში. 
 
კვლევის პრიექტი ითვალისწინებს სპეციალური ინსტრუმენტის შემუშავებას, რომელიც იქნევა გამოყენებული, როგორც სასკოლო მზაობის შეფასების ინსტრუმენტი. ამ ინსტრუმენტის სანდოობა და ვალიდურ სტანდარტებთან შესაბამისობა  მისცემს საშუალებას, რომ ინსტრუმენტი შემდგომში იქნას გამოყენებული ნებისმიერი სასკოლო ასაკის ბავშვის სასკოლო მზაობის დონის განსაზღვრისთვის.

წარდგენილი პროექტი არის ეროვნული ფუნდამენტური კვლევა, რომლის ბაზაზე შემუშავდება სკოლამდელი განათლების სფეროში საჭიროებებზე აგებული ინტერვენციები. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტი ემსახურება სკოლამდელი განათლების სფეროში გასატარებელი რეფორმებისთვის მყარი საფუზვლის შექმნას, განათლების პოლიტიკის, სასწავლო გეგმების და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ექსპერტები შეადგენენ კვლევის ძირითად სამიზნე აუდიტორიას. პროექტი სამიზნე აუდიტორიის მნივშნელოვან შემადგენელ ნაწილად მშობლებსაც განიხილავს, ვინაიდან ის ითვალისწინებს მშობლების ინფორმირებულობის დონის გაზრდას სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სკოლმადელი გამოცდილების მიღების საჭიორების შესახებ.

საკვლევი საკითხები
სასკოლო მზაობის პროექტის ამოცანაა შეაფასოს დაწყებით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პირველკლასელი მოსწავლეების 2009 წლის ნაკადის სასკოლო მზაობის დონე განვითარების შემდეგი ხუთი სფეროს მიხედით: 
  • ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება;
  • სოციალური და ემოციური განვითარება;
  • მეტყველების განვითარება;
  • შემეცნებითი განვითარება;
  • სწავლისადმი მიდგომა.
ამასთან ერთად, პროექტი ითვალისწინებს 2009 წლის პირველკლასელი მოსწავლეების ნაკადის პოტენციალის შეფასებას მიაღწიონ წარმატებას დაწყებითი სკოლის საგანამნათლებლო პროცესებში ეროვნული სასწავლო გეგმის მიერ დაწყებითი სკოლისთვის დადგენილ სასწავლო სტანდარტების შესაბამისად.
 
მნიშვნელივანია, რომ პროექტი ითვალისწინებს ზოგადი განათლების დაწყებითი სკოლის პირველკლასელ მოსწავლეებში სასკოლო მზაობის დონეებს შორის  არსებული სხვაობის დადგენას შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
  • სქესი; 
  • სოციოეცონომიკური სტატუსი;
  • ეთნიკური უმცირესობა;
  • ადგილმდებარეობა და რეგიონი.
პროექტის სამიზნე ჯგუფი
  1. დაწყებითი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პირველკლასელი ყველა მოსწავლე;
  2. ზოგადი განათლების დაწყებითი სკოლის პირველკლასელი ყველა მოსწავლეების მშობლები ან მეურვეები.
მოცემულ ეტაპზე ადრეული სწავლისა და განვითარების სტანდარტები არ მოიცავენ ადრეული სწავლისა და განვითარების სტანდარტებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის. შესაბამისად, სასკოლო მზაობის კვლევის წარდგენილი პროექტი არ ითვალისწინებს ამ ბავშვების სასკოლო მზაობის შეფასებას. 

სატენდერო ხელშეკრულების მონაწილე მხარეები

სატენდერო ხელშეკრულების მხარეებია:
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო;
  • კვლევითი ორგანიზაცია/კომპანია/კონსორციუმი (შემდგომში კვლევითი ორგანიზაცია), რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისია მიანიჭებს უმაღლეს შეფასებას.

სატენდერო ხელშეკრულების მონაწილე მხარეების მოვალეობები



განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, როგორც სატენდერო ხელშეკრულებაში მონაწილე მხარის, მოვალეობებია: 
  • დროულად მოახდინოს კვლევითი ორგანიზაციის მომსახურების ანაზღაურება;
  • კვლევით ორანიზაციას სამუშაოს შესასრულებლად მიაწოდოს ნათელი ინტრუქციები. ინსტრუქციები ეხება კვლევითი პროექტის გეგმას და მის ისეთ შემადგენელ ნაწილებს, როგორებიცაა კვლევის მიზანი, საკვლევი საკითხები და  კვლევის ინსტრუმენტი (კითხვარი). კვლევის ინსტრუმენტი საგანგებოდ იქნება შემუშვებული და გამოცდილი საველე სამუშაოების დაწყებისათვის;
  • სასკოლო მზაობის შეფასების ინსტრუმენტის (კვლევის ინსტრუმენტის) მიწოდება;
  • ტრენინგის ჩატარება, რომელიც უზრუნველყოფს სასკოლო მზაობის შეფასების ინსტრუმენტის სწორ გამოყენებასთან დაკავშირებული ინსტრუქციების მიწოდებას;  
  • პროგრამის ვადების განსაზღვრა;
  • კვლევითი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული სამუშაოების მეთვალყურეობა/მონიტორინგი;     
  • კვლევითი ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ანგარიშების განხილვა და დამტკიცება.
  • კვლევითი ორგანიზაციის, როგორც სატენდერო ხელშეკრულებაში მონაწილე მხარის, მოვალეობებია:
  • სასკლოლო მზაობის ინსტრუმენტის პილოტირება: პროექტის ფარგლებში კვლევითი ორგანიზაცია პასუხისმგებელია სასკოლო მზაობის ინსტრუმენტსი სამუშაო ვარინატის პილოტირებაზე. ამ მიზნით, კვლევითმა ორგანიზაციამ უნდა:
  • დაავალოს თავის რამოდენიმე ინტერვიუერს (პილოტირების ჯგუფს) მონაწილეობის მიღება სასკოლო მზაობის შეფასების ინსტრუმენტის; პილოტირების პროცესში;
  • უზრუნველყოს პილოტირების ჯგუფის ჩართვა სპეცილურ ტრენინგში, რომელიც მიზნად ისახავს პილოტირების ჯგუფის წევრებისთვის ინსტრუქციების მიწოდებას სასკოლო მზაობის შეფასების ინსტრუმენტის სწორ გამოყენებასთან დაკავშირებით;   
  • უზრუნველყოს საპილოტე გჯუფის ველზე გასვლა სასკოლო შეფასების ინსტრუმენტის პილოტირების მიზნით;
  • უზრუნველყოს ინსტრუმენტის პილოტირების შეგროვებული მონაცემების შეყვანა SPSS ფორმატში, მონაცემების გაწმენდა და მიწოდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის.
 
  • ტრენინგში მონაწილეობა:  კვლევითმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს პროექტში ჩართული ყველა წევრის მონაწილეობა ტრენინგში, რომლის მიზანია კვლევის ინტრუმენტის (სასკოლო მზაობის შეფასების ინსტრუმენტის) სწორ გამოყენებასთან დაკავშირებული ინსტრუქციების მიწოდება ყველა ინტერვიუერისთვის. პროგრამა იქნება შემუშავებული და მიწოდებული სკოლამდელი განათლების სფეროს ექპერტებისა და განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
  • მონაცემების შეგროვება:  კვლევითმა ორანიზაციამ უნდა:  
  • შეიმუშავოს მონაცემების შეგროვების მეთოდი (გეგმა და ლოჯისტიკა), რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი მონაცემების შეგროვების ლოჯისტიკა და წარუდგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემდგომი განხილვისთვის და დამტკიცებისთვის;
  • შეაგროვოს პროექტის მიზნისა და საკითხების შესაბამისი მონაცემები ქვეყნის მასშტაბით შერჩულ სკოლებში; 
  • უზრუნველყოს მაღალი ხარისხის საველე სამუშაოები. ამისთვის, კვლევითმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს კვლევის ინსტრუმენტის სწორი გამოყენება და მიწოდებული ინსტრუქციების შესაბამისად უზრუნველყოს ინტერვიუების ჩატარება. გამოკითხვის ჩატარებამდე, კვლევითმა ორგანიზაციამ მშობლებს/მეურვეებს უნდა წარუდგინოს ოფიციალური ცნობა კვლევის მიზნის და ამოცანების შესახებ. გამოკითხვის ჩატარებისას კვლევითმა ორგანიზაციამ უნდა დაიცვას კვლევის ეთიკის ნორმები; 
  • მიზნობრივი კლასტერული წესით წინასწარ შერჩეულ 200 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში გამოკითხოს შემთხვევითი შერჩევის წესით იდენტიფიცირებული 2,500 პირველკლასელი მოსწავლე და მათი მშობლები. 
  • დაიცვას პროექტის ვადები.


მონაცემების შეყვანა: კვლევითმა ორანიზაციამ უნდა უზრუნველყოს პროექტის ფარგლებში შეგროვებული მონაცემების შეყვანა SPSS პროგრამაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან წინასწარ შეთანხმებული ფორმით. 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსადმი ანგარიშგება:  კვლევითმა ორანიზაციამ უნდა:  
აწარმოოს რეგულარული ანგარიშგება სამუშაოს შესრულების პროგრესზე. შესაბამისად, კვლევითმა ორგანიზაციამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  უნდა წარუდგინოს ყველა საჭირო ანგარიში (იხ. ნაწილი პროგრამის შედეგი და პროდუქტი). ანგარიშგება გულისხმობს შუალედური მონაცემების პაკეტებისა და საველე სამუშაოებთან დაკავშირებული  საბოლოო ანგარიშის მიწოდებას.      განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იტოვებს უფლებას, განიხილოს ყველა წარდგენილი ანგარიში, გააკეთოს კომენტარი და გაუწიოს თავისი რეკომნდაციები ანგარიშების შინაარსთან დაკავშირებით.  პროექტში მონაწილეობისას, კვლევითი ოგანიზაცია ვალდებულია გაითვალისწინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციები და კომენტარები და შეიტანოს შესაბამისი შესწორებები 3 დღის ვადაში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგინოს ყველა მონაცემი, ინფორმაცია და ანგარიში, რომელიც იქნება მოპოვებული და შექმნილი პროექტის მსვლელობისას. კვლევითმა ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს პროექტის ფარგლებში შექმნილი ყველა დოკუმენტის (შევსებული კითხვარების გარდა)  ელექტრონული და ნაბეჭდი ასლები.  ყველა შევსებული ნაბეჭდი კითხვარი უნდა იყოს წარდგენილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში;

დაიცვას პროგრამის ვადები. 

კვლევითი ორგანიზაცია არ იქნება პასუხისმგებელი კვლევის ინსტრუმენტის (სასკოლო მზაობის შეფასების ინსტრუმენტის) შემუშავებაზე. სკოლემდელი განათლების სფეროს ეხსპერტებთან ერთად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოამხადებს კვლევის ინტრუმენტს. ინსტრუმენტი იქნება შემუშავებული და პილოტირებული საველე სამუშაოების დაწყებამდე. კვლევითი ორგანიზაცია არის პასუხისმგებელი ინსტრუმენტის სწორ გამოყენებაზე.
პროექტის შედეგი და პროდუქტი

როგორც დოკუმნტის წინა ნაწილში აღინიშნა, (იხ. ნაწილი ”სატენდერო ხელშეკრულების მონაწილე მხარეების მოვალეობები”), კვლევითი ორგანიზაცია ვალდებულია აწარმოოს რეგულრული ანგარიშგება საველე სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. კვლევითმა ორგანიზაციამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნდა წარუდგინოს  შუალედურ  მონაცემთა პაკეტები და საბოლოო ანგარიში.

შუალედურ მონაცემთა პაკეტები: კვლევითმა ორგანიზაციამ დროულად უნდა წარადგინოს შუალედური ანგარიშები. თითოეულ ანგარიშში უნდა შევიდეს იმ დროისთვის წარსადგენი (იხ.  ნაწილი ”პროექტის ვადები”) ყველა მონაცემი. მონაცემთა ეს პაკეტები უნდა  იყოს წარდგენილი SPSS ელექტრონული დოკუმენტის სახით. მონაცემების შეგროვების პროცესის განმავლობაში კვლევითმა ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს ორი შუალედური მონაცემთა პაკეტი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ყველა კომენტარი და რეკომენდაცია აღნიშნულ მონაცემთა პაკეტთან მიმართებაში უნდა იყოს გათვალისწინებული და შესაბამისი ცვლილებები გატარებული.

საბოლოო ანგარიში:  საბოლოო ანგარიში უნდა შეიცავდეს მონაცემთა შეგროვების პროცესის დეტალურ აღწერას. ამისთვის, ანგარიშში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი მონაცემების შეგროვების მეთოდოლოგია, საველე სამუშაოები, და ა.შ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ინარჩუნებს უფლებას, განიხილოს და დაამტკიცოს ანგარიში.  ყველა რეკომენდაცია და კომენტარი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან ამ ანგარიშთან მიმართებაში უნდა იყოს გათვალისწინებული კვლევითი ორგანიზაციის მიერ ანგარიშის დასრულებისთვის და საბოლოო წარდგენისთვის. ამასთან ერთად, საბოლოო ანგარიშს თან უნდა ერთვოდეს ყველა შევსებული კითხვარი.

აგრეთვე, კვლევითმა ორგანიზაციამ საბოლოო ანგარიშთან ერთად SPSS ელექტრონული დოკუმენტის სახით უნდა წარადგინოს სრული მონაცემთა პაკეტი.  მონაცემთა პაკეტში უნდა იყოს გაერთინებული ორივე შუალედური მონაცემთა პაკეტი. 
პროექტის ფარგლებში მოპოვებული ყველა მონაცემი და ინფორმაცია და წარდგენილი ყველა ანგარიში არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინტელექტუალური საკუთრება. მათი შემდგიმი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით.   

სატენდერო კომისია, პროცესი, მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები

  1. სატენდერო კომისია: სატენდერო კომისია უხელმძღვანელებს ტენდერის შერჩევის პროცესს. კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მინისტრის მოადგილე და სამინისტროს იურიდიული, ფინანსური, პროგრამების და შესყიდვების დეპარტამენტების წარმომადგენლები.
  2.  სატენდერო პროცესი: ტენდერი სასკოლო მზაობის კვლევის პროექტის ფარგლებში ერთ ეტაპად ჩატარდება.  ტენდერის შედეგად  კვლევითი ორგანიზაციების მიერ წარდეგილი ყველა პროექტიდან შეირჩევა საუკეთესო (ტენდერის ვადებთან დაკავშირებით იხ.  დოკუმენტის ნაწილი ”პროექტის ვადები” ). 
  3. ტენდერის მოთხოვნები: ტენდერშიმ ონაწილეობის მისაღებად კვლევითმა ორგანიზაციმა უნდა წარადგინოს შემდეგი:

    ინფორმაცია კვლევითი ოგანიზაციის შესახებ. დოკუმენტაციაში ხაზგასმული უნდა იყოს:  
o    კვლევითი ორგანიზაციის საქმიანობის პროფილი;
o    გამოცდილება კვლევების დარგში;
o    ადამიანური რესურსები (პროექტის ყველა მონაწილის ავტობიოგრაფია)

    მინიმუმ 3 კვლევითი პროექტის ნიმუში, რომელშიც ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა ან განახორციელა. ყველა წარდგენილ ნიმუშში აღწერილი უნდა იყოს:
o    კვლევის მიზანი;
o    საკვლევი საკითხები;
o    კვლევს მეთოდოლოგია;
o    როლი, რომელსაც ასრულებდა კვლევითი ორგანიზაცია აღნიშნულ პროექტში;
o    კვლევითი ორგანიზაციის პარტნიორი (დამქირავებელი ორგანიზაცია ან დონორი).

    მონაცემების შეგროვების გეგმა. მონაცემების შეგროვების სტრატეგიასა და გეგმაში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი შემდეგი: 
o    კვლევითი ორგანიზაციის წევრები, რომლებიც პროექტში მიიღებენ მონაწილეობას;
o    მოვალეობების გადანაწილება მონაწილეებს შორის;
o    მონაწილეების სამუშაო დატვირთვა (სამუშაო დატვირთვის განაწილების პრინციპი);
o    მონაცემების შეგროვების  ვადები (განრიგი). ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული ვადები პროექტის ვადებთან შესაბამისობაში უნდა იყოს მოყვანილი;

    ბიუჯეტის პროექტი ლოჯისტიკის გათვალისწინებით. პროექტის ბიუჯეტი უნდა იყოს რეალისტური და ითვლისწინებდეს იმას, რომ კვლევის დაგეგმვა, ინსტრუმენტის შემუშავება და შედეგების ანალიზი არ ხორციელდება ორგანიზაციის მიერ. 

 შერჩევის კრიტერიუმები: კვლევითი ორგანიზაციები და კვლევის პროექტი შეირჩევა წინასწარ ჩამოყალიბებული შერჩევის კრიტერიუმების მიხედვით. კრიტერიუმებზე წონის მინიჭება მოხდება სატენდერო კომისიის შეთანხმების შედეგად.  შერჩევის კრიტერიუმებია:
    პრეფესიონალური გამოცდილება კვლევების დარგში (ჯამური წონა). კრიტერიუმი მოიცავს შემდეგ ქვე-კრიტერიუმს:
o    გამოცდილება კვლევებში (წონა);
o    ადამიანური რესურსი (წონა).
    კვლევის პროექტის (მონაცემების შეგროვების მეთოდოლოგიის) შესაბამისობა პროექტის მიზანთან და საკვლევ კითხვებთან (ჯამური წონა). კრიტერიუმი მოიცავს შემდეგ ქვე-კრიტერიუმს:
o    ადამიანური კაპიტალის შესაბამისობა კვლევის მიზანთან და ამონცანებთან (წონა);
o    მოვალეობების განაწილების ადეკვატურობა პროექტის ამოცანებთან მიმართებაში (წონა);
o    სამუშაო დატვირთვის განაწილება პროექტის მოთხოვნებთან მიმართებაში (წონა);
o    მონაცემების შეგროვების განრიგის რეალისტურობა (წონა);
    პროექტის ბიუჯეტი
o    ბიუჯეტის ხარჯების შესაბამისობა პროექტის ფარგლებში შესასრულებელ სამუშაოებთან
o    მოთხოვნილი თანხა
    ადექვატურობა და შესაბამისობა პროექტის ამოცანებთან (წონა).
პროექტის ვადები
    ტენდერი:
o    კვლევითი ორგანიზაციებისთვის ტენდერის გამოცხადება - 14 აგვისტო
o    ტენდერში მონაწილეობისთვის საბუთების ჩაბარების ბოლო ვადა - 7 სექტემბერი;
o    კვლევითი ორგანიზაციის შერჩევა - 20 სექტემბერი.

    პილოტირება:
o    ტრენინგის ჩატარება პილოტირების ჯგუფისთვის - 21-23 სექტემბერი;
o    სასკოლო მზაპბის ინსტრუმენტის პილოტირება - 28 სექტემბერი - 2 ოქრომბერი;
o    პილოტრების შედეგად შეგროვებული მონაცემების განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გადაცემა - 5 ოქტომბერი.
 
    ტრენინგი კვლევითი ორგანიზაციისთვის: 28-30 ოქტომბერი.

    მონაცემების შეგროვება (საველე სამუშაოები):
o    მონაცემების შეგროვების პროცესი - 2-20 ნოემბერი;
o    პირველი შუალედური მონაცემების პაკეტი -11 ნოემბერი;
o    მეორე შუალედური მონაცემების პაკეტი - 20 ნოემბერი; 
o    საბოლოო ანგარიში - 24 ნოემბერი. 
განაცხადების მიღება
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იწვევს კვლევით ორგანიზაციებს პროექტის ფარგლებში გამოცხადევბულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად. მსურველმა ორგანიზაციებმა უნდა გამოაგზავნონ განაცხადი შემდეგ მისამართზე:
ფინანსური რესურსების დეპარტამენტის უფროსს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
დიმიტრი უზნაძის ქ. #52
თბილისი, 0102 საქართველო





 

test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009