17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649155
ტენდერები
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს ტენდერს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ,,ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელი კვლევისათვის ,,ევროსტუდენტი” საველე სამუშაოების შესყიდვის მიზნით და ტენდერში მონაწილეობის მისაღებად იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს

დაფინანსების წყარო – სახელმწიფო ბიუჯეტი
შესყიდვის საგანი - საველე სამუშაოების განხორციელება, კითხვარების კოდირება-რედაქტირება და მონაცემთა ბაზის შექმნა (მონაცემთა შეყვანა, ლოგიკური კონტროლი და კორექტირება)

კვლევის მიზანი: შეისწავლოს საქართველოში სტუდენტთა სოციალური და ეკონომიკური პროფილი და მათი გამოცდილება, დამოკიდებულება და ბარიერები საზღვარგარეთ სწავლასთან მიმართებაში. კერძოდ, კვლევა მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებს:
  • სწავლის გადასახადი, სწავლასთან დაკავშირებული და ცხოვრების ხარჯები და მათი დაფარვის წყაროები (სახელწმფიო სასწავლო და სოციალური გრანტები, სესხი, დაფინანსება კერძო ორგანიზაციებიდან, მშობლები, სტუდენტის პირადი შემოსავალიდან ) სტუდენტის სოციალური და ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით
  • სტუდენტის საქართველოს საზღვრებს გარეთ სწავლის გამოცდილება სოციალური და ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით
  • ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგები კერძო რეპეტიტორებთან სწავლის გამოცდილებასთან, სკოლის ტიპთან და მდებარეობასთან და სტუდენტის ოჯახის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობასთან მიმართებაში
  • სტუდენტობის პერიოდში ცხოვრების ხარჯები უსდ მდებარეობის მიხედვით
ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები შესწავლილი იქნება შემდეგი პარამეტრების მიხედვით:
  • უსდ სამართლებრივი ფორმა: კერძო და სახელმწიფო
  • უსდ მდებარეობა
  • სპეციალობა
  • პროგრამა (უმაღლესი პროფესიული, ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა)
გენერალური ერთობლიობა: საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები (სულ 110,000 სტუდენტი). მათ შორის, სტუდენტები:
  • უმაღლესი პროფესიული პროგრამებიდან
  • საბაკალავრო პროგრამებიდან
  • სამაგისტრო პროგრამებიდან
  • სადოქტორო პროგრამებიდან
შერჩევითი ერთობლიობა:  შერჩევით ერთობლიობაში შედის 2000 სტუდენტი. აქედან, დაახლოებით 30% მოდის სტუდენტებზე რეგიონებში, დანარჩენი კი სტუდენტებზე თბილისში. საველე სამუშაოები განხორცილდება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, გორში, ზუგდიდსა და ახალციხეში.   

ინსტრუმენტი:  ინსტრუმენტი შეადგენს 17 ნაბეჭდ გვერდს (80-100-მდე კითხვა). 

მონაცემთა ანალიზი:  სტატისტიკური ანალიზის განხორციელებას უზრუნველყოფს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაქირავებული სტატისტიკოსი. 

კვლევითი ორგანიზაციის როლი:

ტენდერის გზით შერჩეული კვლევითი ორგანიზაციის როლი განისაზღვრება, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მიერ მიწოდებული კითხვარის გამოყენებით და შერჩევის ინსტრუქციებზე დაყრდნობით, საველე სამუშაოების ჩატარებით, კითხვარების კოდირება-რედაქტირებითა და  მონაცემთა ბაზის შექმნით (მონაცემთა შეყვანა, ლოგიკური კონტროლი და კორექტირება).

კვლევით ორგანიზაციის, როგროც სატენდერო ხელშეკრულებაში მონაწილე მხარის, მოვალეობებია:
1.1.    ინტერვიუერების გადამზადება: კვლევითმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს კითხვარის გამოყენების ინსტრუქციების გაცნობა  ინტერვიუერებისთვის.   

1.2.    სტუდენტთა სოციალური და ეკონომიკური მაჩვენებლების კითხვარის პილოტირება: კვლევითმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს კითხვარის პილოტირება და პილოტირების შედეგად შეგროვებული მონაცემების მიწოდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის. კორექტირებული ელექტრონული ბაზა და  შევსებული კითხვარები ორგანიზაციამ უნდა მიაწოდოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს.   

1.3.    მონაცემთა შეგროვება: კვლევითმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს ხარისხიანი საველე სამუშაოების განხორციელება. აღნიშნული გულისხმობს მონაცემთა შეგროვების ინსტრუმენტის სწორ გამოყენებას. კვლევით ორგანიზაციას მოეთხოვება ინტერვიუს ჩატარებამდე ყველა მონაწილეს მიაწოდოს ინფორმაცია კვლევის პროექტის მიზნების და ამოცანების შესახებ.

1.4.    კითხვარების კოდირება-რედაქტირება: ღია ან ნახევრადღია კითხვებზე მიღებული პასუხებისათვის კოდების მინიჭება და კითხვარის შევსებისას დაშვებული შეცდომების პირველადი შესწორება.

1.5.    მონაცემთა ელექტრონული ბაზის შექმნა და კორექტირება:  პროექტში მონაწილეობისას მოძიებული მონაცემების შეიყვანა SPSS ფორმატში; კითხვარის შევსებისას ან მონაცემთა შეყვანისას დაშვებული შეცდომების შესწორება.

1.6.    ანგარიშგება: კველვითმა ორგანიზაციამ უნდა:

აწარმოოს ანგარიშგება მონაცემების შეგროვების პროცესთან დაკავშირებით. ანგარიშგება გულისხმობს ყველა შევსებული კითხვარის წარდგენას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მოცემულ ვადაში;
წარუდგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საბოლოო ანგარიში. საბოლოო ანგარიში უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
  • ინტერვიუს საშუალო ხანგრძლივობა
  • მონაცემების შეგროვების პროცესის ხანგრძლივობა
  • კითხვარის ადმინისტრირების პროცედურები
  • კორექტირებულ მონაცემთა ელექტრონული ბაზა.
1.7.    პროექტის ვადების დაცვა. 

ორგანიზაციის მიერ წარმოსადგენი პროდუქტი:

კვლევითი  ორგანიზაცია ვალდებულია აწარმოოს რეგულარული ანგარიშგება საველე სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. კვლევითმა ორგანიზაციამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნდა წარუდგინოს კითხვარის პილოტირების შედეგები  და საბოლოო ანგარიში.
  • კითხვარის პილოტირების ანგარიში: კვლევითმა ორგანიზაციამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უნდა წარუდგინოს კითხვარის პილოტირების ანგარიში, რომელიც უნდა შეიცავდეს კითხვარების პილოტირების შედეგებს კვლევის კოორდინატორის მიერ მომზადებული ფორმატის მიხედვით.
  • საბოლოო ანგარიში: საბოლოო ანგარიში უნდა შეიცავდეს მონაცემთა ბაზას ელექტრონული დოკუმენტის სახით, შევსებულ კითხვარებს და მონაცემთა შეგროვების პროცესის დეტალურ აღწერას. საბოლოო ანგარიში ასევე უნდა შეიცავდეს ფინანსურ ანგარიშს.
პროექტის ფარგლებში მოპოვებული ყველა მონაცემი და ინფორმაცია და ანგარიში არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინტელექტუალური საკუთრება. მათი შემდგომი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით.

პროექტის  ვადები:  

კითხვარების პილოტირება - 2009 წლის 2 ნოემბერი;
მონაცემების შეგროვება (საველე სამუშაოები) – 2009 წლის 2 დეკემბერი;
ფინანსური ანგარიშის მოწოდება - 2009 წლის 10 დეკემბერი.

მიწოდების ადგილი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52

სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას გამოყენებული იქნება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის 1%-იანი და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის 5 %-იანი გარანტიები.

აუცილებელი პირობა:

კვლევითი ორგანიზაციის მიერ ტენდერზე წარმოსადგენი განაცხადი უნდა შეიცავდეს:

ინფორმაცია კვლევითი ორგანიზაციის შესახებ (დოკუმენტში ხაზგასმული უნდა იყოს კვლევითი ორგანიზაციის პროფესიონალური ფოკუსი);

სამი კვლევის პროექტის ნიმუში, რომელშიც ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა ან განახორციელა. ყველა წარმოდგენილ ნიმუშში ხაზგასმული უნდა იყოს:
  • კვლევის მიზანი;
  • საკვლევი საკითხები;
  • კვლევის მეთოდოლოგია;
  • როლი, რომელსაც ასრულებდა კვლევითი ორგანიზაცია აღნიშნულ პროექტში;
  • კვლევითი ორგანიზაციის დამქირავებელი ორგანიზაცია.
მონაცემების შეგროვების ლოჯისტიკა. მონაცემების შეგროვების ლოჯისტიკაში ხაზგასმული უნდა იყოს:
  • ინტერვიუერების სახელობითი სია, მათი ასაკი, განათლებისა და ინტერვიუერად მუშაობის გამოცდილების მითითებით;
  • ინტერვიუერებს შორის სამუშაოს გადანაწილება;
  • მონაცემების შეგროვების ვადები (განრიგი). ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული ვადები პროექტის ვადებთან შესაბამისობაში უნდა იყოს მოყვანილი;
ბიუჯეტი პროექტის ლოჯისტიკის გათვალისწინებით.

სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ ენაზე გაიცემა განცხადების გამოქვეყნების დღიდან და ტენდერში მონაწილეობის მსურველის მიერ გადახდილი სატენდერო მოსაკრებლის 200 (ორასი) ლარის ოდენობის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ 2009 წლის 19 ოქტომრის  17:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52 ოთახი №126, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.

დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე სამ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ორი ასლი), 2009 წლის 20 ოქტომბერს 16:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52 ოთახი №126, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.

წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების პაკეტების გახსნა მოხდება 2009 წლის 20 ოქტომბერს 16:00 საათზე, სატენდერო დოკუმენტაციის მიღების დასრულებისთანავე, ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52 ოთახი №214

დაგვიანებით შემოსული საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, სატენდერო წინადადებას და სხვა დოკუმენტაციას სატენდერო კომისია არ განიხილავს.

დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო დოკუმენტაციის მიღებამდე უნდა გადაიხადონ სატენდერო მოსაკრებელი 200 (ორასი) ლარის ოდენობით შემდეგ ანგარიშზე:
  

მიმღები - ერთიანი ანგარიში
მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი - 220101222
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი - 302003174
ა/ა №200122900

დამატებით ინფორმაციაში მიუთითეთ:
ტენდერის №10  და  დასახელება და ორგანიზაციული კოდი: 2211

საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

იურიდიული პირისათვის:
ა) ცნობა სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ (ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
ბ) ცნობა გადახდისუნარიანობის საქმის წარმოების შესახებ (ცნობა სასამართლოდან);
გ) ორგანიზაციის მოგების და ქონების წლიური დეკლარაციები (ბოლო 2 წლის);
გ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

ფიზიკური პირისათვის:
საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები (ბოლო 2 წლის);

როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირისათვის:
  • ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის დასახელებას, იურიდიულ მისამართს, ტელეფონი/ფაქსი, საბანკო რევიზიტებს, ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელების  სახელსა და გვარს;
  • ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების პირობების შესახებ;
  • ინფორმაცია კვლევითი ორგანიზაციის  შესახებ (დოკუმენტაციაში აღწერილი უნდა იყოს კვლევითი ორგანიზაციის საქმიანობის პროფილი, გამოცდილება, ადამიანური რესურსები - ავტობიოგრაფიებით);
  • პროექტის ბიუჯეტი (დეტალურად).
იურიდიული და ფიზიკური პირი ვერ გაივლის საკვლიფიკაციო შერჩევას და მოხდება მისი დისკვალიფიკაცია, თუ იგი ზემოთ დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს წინამდებარე განცხადებაში მითითებულ ყველა ცნობას და ინფორმაციას, ან რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება. სატენდერო წინადადებების შერჩევის დროს დაზუსტებას არ დაექვემდებარება წინამდებარე სატენდერო განცხადების ტექსტში მოთხოვნილი არც ერთი ცნობა და ინფორმაცია.

 სატენდერო წინადადების მოქმედების მინიმალური ვადა უნდა იყოს სატენდერო წინადადებების პაკეტების გახსნის დღიდან არანაკლებ 30 დღე. აღნიშნული ასახული უნდა იყოს სატენდერო წინადადებაში.

ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს, სატენდერო მოსაკრებლის გადახდამდე, უფლება აქვთ გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას შემსყიდველ ორგანიზაციაში.

სატენდერო დოკუმენტაციის გატანა და დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი პირებისაგან: ლიკა გვაზავა, მარიამ ფალიაშვილი, ნატალია ბოჭორიშვილი ტ. 43 88 24 და ნინო ჟვანია, ნათია ანდღულაძე ტ. 43 88 50 შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52 ოთახი №126 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.

test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009