17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649155
კონკურსები
 
სასწავლო-სამაგისტრო პროგრამა 2010-2011 წწ.

სსიპ „განვითარებისა და რეფორმების ფონდი“ აცხადებს სასწავლო - სამაგისტრო პროგრამას 2010-2011 წლისათვის.


„განვითარებისა და  რეფორმების ფონდის“ სასწავლო-სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც უკვე აქვს მოპოვებული ბაკალავრის ხარისხი და მისი ასაკი არ აღემატება 40 წელს. ამ სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მთავარი პირობაა, რომ კანდიდატი ჩაირიცხოს ფონდის მიერ წინასწარ შერჩეული უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პრიორიტეტულ  სპეციალობაზე. უნივერსიტეტების სია განთავსებულია ფონდის ვებგვერდზე www.drf.org.ge. უნივერსიტეტში საბუთების შეტანისა და მიღების პროცედურებს კანდიდატი ფონდისგან დამოუკიდებლად აწარმოებს. უნივერსიტეტიდან თანხმობის წერილის მიღების შემდეგ, კანდიდატი ფონდის ვებგვერდზე გადის რეგისტრაციას და ავსებს სააპლიკაციო ფორმის ელექტრონულ ვერსიას, არა უგვიანეს 2010 წლის 1 ივნისისა. ყველა საჭირო საბუთის წარდგენის შემდეგ კანდიდატი გადის გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან. საკონკურსო კომისიას ადგენს „განვითარებისა და რეფორმების“ ფონდის სამეურვეო საბჭო. დაფინანსების მიღებასა და თანხის რაოდენობასთან დაკავშირებით ინფორმაცია აპლიკანტს მიეწოდება გასაუბრებისთანავე ან გასაუბრებიდან არა უგვიანეს 1 კვირის ვადაში.


კონკურსში წარსადგენი საბუთების სია:
  • პირადი ინფორმაცია
  • განათლება
  • დიპლომები
  • სამუშაო გამოცდილება
  • რეკომენდატორების რეკვიზიტები
  • მოტივაციის წერილი
  • მოთხოვნილი თანხის ოდენობა და დანიშნულება
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ:

სსიპ „განვითარებისა და რეფორმების ფონდი“
ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. 7, საქართველოს მთავრობის კანცელარია, მე-8 სართული
ტელ: (+995 32) 932853
ელ.ფოსტა: info@drf.org.ge
ვებგვერდი: www.drf.org.ge


კითხვა - პასუხი
უნივერსიტეტების სია

test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009