17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649156
ახალი ამბები
 
11.12.09 განათლებისა და მეცნიერების ახლადდანიშნულმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა საჯარო სკოლებში გაცნობითი ხასიათის ვიზიტები თბილისის 24-ე საჯარო სკოლიდან დაიწყო

დიმიტრი შაშკინმა 24-ე  საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და კითხვა-პასუხის რეჟიმში პედაგოგებსა და მოსწავლეებს შეხვდა. მინისტრმა განათლების სისტემაში მიმდინარე საკითხებზე მათი მოსაზრებები მოისმინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება  პედაგოგთა პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე გამახვილდა.

”მე მაინტერესებს უშუალოდ მასწავლებლებისგან და მოსწავლეებისგან გავიგო, რა არის გასაკეთებელი. სწორედ მასწავლებელი და მოსწავლე არის ჩვენი პრიორიტეტი. ბოლო წლების განმავლობაში ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა, მაგრამ დარჩა ბევრი პრობლემა სკოლაში. რაც შეეხება პადაგოგთა სოციალური დახმარების პროგრამას, უახლოეს დღეებში მასწავლებლებისთვის დაიწყება 15-ლარიანი სადაზღვევო ვაუჩერების დარიგება და პედაგოგებს კვლავ ექნებათ საშუალება თავიანთი სურვილისამებრ აირჩიონ სადაზღვევო კომპანია. ჩვენი ძირითადი ამოცანაა დავეხმაროთ მასწავლებელს. რეფორმები დაჩქარდება, - აღნიშნა მინისტრმა.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ”იაკობ გოგებაშვილი” ფარგლებში, განხორციელდა სკოლების ნაწილობრივი რეაბილიტაცია: შეკეთდა 27 სკოლის სახურავი, კარ-ფანჯარა, წყალგაყვანილობა, ასევე 11 სკოლის ფასადი და 13 სკოლის სველი წერტილები, 6 სკოლის ფოიე და 4 სკოლის ღობე, გამაგრდა 4 საჯარო სკოლის შენობა.

პროგრამა ”ირმის ნახტომის” ფარგლებში, დიდუბე-ჩუღურეთის ყველა სკოლაში შეტანილია  სულ 865 კომპიუტერი.
2008 და 2009 წლებში დიდუბე-ჩუღურეთის სკოლებს სულ 84 ოქროსა და 245 ვერცხლისმედალოსანი წარჩინებული კურსდამთავრებული ჰყავს.

test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009