17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649155
ახალი ამბები
 
14.12.09 განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ბრიფინგი გამართა

საჯარო სკოლებსა და სასწავლებლებში სადაზღვევო ვაუჩერების გაცემა დაიწყო. საჯარო სკოლების მასწავლებლების, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის და სხვა სასწავლებლების პედაგოგების დაზღვევას მათთვის სასურველი სადაზღვევო კომპანია უზრუნველყოფს.  

მიღებული სადაზღვევო ვაუჩერით განათლების თითოეულ მუშაკს შესაძლებლობა ეძლევა მისთვის მისაღებ სადაზღვევო კომპანიაში დაეზღვიოს და საჭიროების შემთხვევაში უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლოს, მათ შორის:

  • ოჯახის ექიმის 100%-იანი უფასო მომსახურება, ულიმიტოდ;
  • გეგმიური ქირურგიული ოპერაცია 100% უფასო მომსახურება 12 ათასი ლარის ფარგლებში;
  • გადაუდებელი ჰოსპიტალიზაცია 100%-იანი მომსახურება ულიმიტოდ;
  • ამბულატორიული მომსახურება 100%-იანი ულიმიტოდ;
  • ქიმიო-თერაპია და სხვა სხივური თერაპიული მომსახურება 100%-ანი მომსახურება 12 ათასი ლარის ფარგლებში;
  • მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები 100%-ანი მომსახურება 400 ლარის ფარგლებში.

საჯარო სკოლის მასწავლებლები, ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი და სხვა სასწავლებლების პედაგოგები სადაზღვევო ვაუჩერის მიღების შემდეგ,  სასურველ სადაზღვევო ორგანიზაციას 2009 წლის 15  დეკემბრიდან  31 დეკემბრის ჩათვლით შეარჩევენ.

 ვაუჩერის მფლობელები სადაზღვევო ორგანიზაციის შერჩევის პროცესში თავისუფალნი არიან თავიანთ არჩევანში. მიუღებელია რაიმე სახით ჩარევა ან ზემოქმედება ბენეფიციარის მიერ თავისუფალი არჩევანის გაკეთების პროცესზე დაწესებულებების ადმინისტრაციებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეთა მიერ.
 ”მე მოვუწოდებ თითოეულ პედაგოგს, ჯანსაღი კონკურენციის პირობებში თავად აირჩიოს მისთვის სასურველი სადაზღვევო კომპანია, სამინისტრო მისი რესურსების გამოყენებით შეეცდება არ მოხდეს ხელოვნური ბერკეტების შექმნა სადაზვევო კომპანიების მიერ, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით დავიცვათ მასწავლებელთა უფლებები”, განაცხადა მინისტრმა.

ექვსწლიანი სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში 83 ათასამდე ბენეფიციარისთვის 2010 წლის ბიუჯეტში 19 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული (თითოეულ პედაგოგზე თვეში 15 ლარის ოდენობით).

ხელახალი სამედიცინო დაზღვევის პროცესი მთავრობის №256 დადგენილების შესაბამისად მიმდინარეობს.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სპეციალური ცხელი ხაზი მოქმედებს.  ტელ: (995 32)  43 88 09, 43 88 11.

test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009