17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649155
კონკურსები
 
სსიპ – „ქართველოლოგიის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფონდი (რუსთაველის ფონდი)“ აცხადებს კონკურსს მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების მოსაპოვებლად

 გრანტები გაიცემა 2010 წელს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში - კონფერენციებში, კონგრესებში, ფორუმებში, სიმპოზიუმებში, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად.

სამოგზაურო გრანტის მოსაპოვებლად კონკურსში მონა¬წილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქე ყველა აკადემიური ხარისხის (გარდა ბაკალავრისა) მქონე ფიზიკურ პირს, აგრეთვე იმ პირებს, რომლებიც სწავლობენ აკრედი¬ტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგის¬ტრატურაში.

2010 წლის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო გრანტების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია  ელექტრონული რეგისტრაცია რუსთაველის ფონდის ვებგვერდზე www.rustaveli.org.ge 

აქვე იხილავთ დეტალურ ინფორმაციას კონკურსის შესახებ.

გრანტის მაძიებელმა ფონდში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:

  • ღონისძიებაში წარსადგენი მოხსენების მიღების და მიწვევის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი. თუ ეს დოკუმენტები შედგენილია რომელიმე უცხო ენაზე, გთხოვთ, წარმოადგინოთ თარჯიმნის/თარჯიმანთა ბიუროს ბეჭდით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;
  • წარსადგენი მოხსენების რეზიუმე (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
  • შევსებული განაცხადის ფორმა (დანართი 1 იხილეთ: www.rustaveli.org.ge);
  • კრებსითი ინფორმაცია  (ივსება „ონლაინ” რეჟიმში -  რუსთაველის ფონდის ვებგვერდზე. ფონდში უნდა წარადგინოთ ვებგვერდზე შევსებული ფორმის ამობეჭდილი ვარიანტი)
  • სამოგზაურო გრანტის ბიუჯეტი (დანართი 2 იხილეთ: www.rustaveli.org.ge);
  • ინფორმაცია გრანტის მაძიებლის სამუშაო/სწავლის ადგილის შესახებ, დადასტურებული დამსაქმებლის/სასწავლებლის უფლებამოსილი პირის მიერ;
  • გრანტის მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;
  • ავიაბილეთების (ან, შესაბამისად, სხვა სატრანპორტო საშუალებების) ჯავშანის ასლი;
  • ღონისძიების სამუშაო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტი შედგენილია რომელიმე უცხო ენაზე, გთხოვთ, წარმოადგინოთ თარჯიმნის/თარჯიმანთა ბიუროს ბეჭდით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;
  • თანადაფინანსების შემთხვევაში შესაბამისი ორგანიზაციის თანხმობის წერილი თანადაფინანსებაზე, თანხის მითითებით. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი წერილი შედგენილია რომელიმე უცხო ენაზე, გთხოვთ, წარმოადგინოთ თარჯიმნის/თარჯიმანთა ბიუროს ბეჭდით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
საკონკურსო საბუთების წარდგენისა და განხილვის ვადები:

სამოგზაურო გრანტებისათვის საკონკურსო საბუთების წარმოდგენა ფონდში შესაძლებელია კონკურსის გამოცხადების შემდეგ, სამუშაო დღეებში, 10:00-18:00 საათამდე. საკონკურსო საბუთების ფონდში წარდგენის ბოლო ვადების შემდგომ წარმოდგენილი განაცხადები შესაბამისი პერიოდებისათვის საკონკურსოდ არ მიიღება.

საკონკურსო საბუთების წარდგენის გრაფიკი /ბოლო ვადებია:
  • 2010 წლის თებერვალში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის – 2010 წლის 15 იანვარი;
  • 2010 წლის მარტსა და აპრილში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის – 2010 წლის 15 თებერვალი;
  • 2010 წლის მაისსა და ივნისში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის – 2010 წლის 15 აპრილი;
  • 2010 წლის ივლისსა და აგვისტოში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის – 2010 წლის 15 ივნისი;
  • 2010 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში დაგეგმილილი ღონისძიებებისათვის – 2010 წლის 16 აგვისტო;
  • 2010 წლის ნოემბერი – დეკემბერში დაგეგმილი ღონისძიებებისათვის – 2010 წლის 15 ოქტომბერი.
საბუთების მიღება იწარმოებს რუსთაველის ფონდში,
მისამართი: თბილისი, 0102, დ. უზნაძის 68, II სართული.

test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009