17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649156
ტენდერები
 
ჩემი პირველი კომპიუტერი

განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ფონდი “ირმის ნახტომი” პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში აცხადებს ტენდერს პორტატული კომპიუტერების შეძენის მიზნით და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.

დაფინანსების წყარო: სახელმწიფო ბიუჯეტი.

ლოტი № შესყიდვის ობიექტი რაოდენობა
1                                                        პორტატული კომპიუტერი 500

დეტალური ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის შესახებ ასახულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ ენაზე გაიცემა პრეტენდენტებზე სატენდერო მოსაკრებლის (ორასი ლარის) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, 2008 წლის 6 თებერვლის 18 საათამდე, მისამართზე: სსიპ ფონდი „ირმის ნახტომი”, დ.უზნაძის ქ. №68, თბილისი, საქართველო. მესამე სართული, ოთახი №11.

სატენდერო მოსაკრებელი (200 ლარი) გადარიცხულ უნდა იქნას:

  • მიმღები: ერთიანი ანგარიში
  • მომსახურე ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
  • ბანკის კოდი: 220101222
  • ანგ. №200122900
  • საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი: 302003000
  • გადახდის დანიშნულება - სსიპ ფონდ "ირმის ნახტომის" მიერ გამოცხადებული ტენდერის მოსაკრებელი (ორგანიზაციული კოდი 0122).


დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები და სატენდერო წინადადებები (აკინძული, ზონარგაყრილი და ბეჭედდარტყმული) უნდა წარმოადგინონ დახურულ კონვერტებში ქართულ ენაზე 4 (ოთხ) ეგზემპლიარად (ერთი ორიგინალი, ორი ასლი და ერთი ელექტრონული ვერსია PDF ფორმატში), 2008 წლის 18 თებერვლის 12 საათამდე, მისამართზე: სსიპ ფონდი „ირმის ნახტომი”, დ.უზნაძის ქ. №68, თბილისი, საქართველო. მესამე სართული, ოთახი №11.

წარმოდგენილი სატენდერო პაკეტები გაიხსნება 2008 წლის 18 თებერვალს 12 საათზე, მისამართზე: სსიპ ფონდი „ირმის ნახტომი”, დ.უზნაძის ქ. №68, თბილისი, საქართველო. მესამე სართული, ოთახი №14.

დაგვიანებით შემოსულ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებსა და სატენდერო წინადადებებს სატენდერო კომისია არ განიხილავს.

საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:

- იურიდიული პირისათვის:
ა) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან და წესდების ნოტარულად დამოწმებული ასლი;
ბ) ცნობა, რომ მის ქონებაზე არ არის დადებული ყადაღა (ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
გ) ცნობა, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან რეაბილიტაციის საქმისწარმოება (ცნობა სასამართლოდან);
დ) ცნობა, რომ მის მიმართ არ ხორციელდება რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან);

- ფიზიკურ პირთათვის:
ა) ცნობა, მისი ქმედუნარიანობის შესახებ (ცნობა შესაბამისი უფლებამოსილი დაწესებულებიდან);
ბ) ცნობა, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოება (ცნობა სასამართლოდან);

- როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირთათვის:
ა) სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს პრეტენდენტის დასახელებას, იურიდიულ მისამართს, საკონტაქტო ინფორმაციას, საბანკო რეკვიზიტებს, ხელმძღვანელის სახელსა და გვარს;
ბ) ცნობა ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ (საგადასახადო ინსპექციიდან).

- შენიშვნა: არარეზიდენტმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ თავიანთი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოებიდან ქართულ ენაზე ნოტარულად დამოწმებული თარგმანის სახით.

იურიდიული და ფიზიკური პირი ვერ გაივლის საკვალიფიკაციო შერჩევას და მოხდება მისი დისკვალიფიკაცია, თუ იგი ზემოთ დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს ზემოთ მითითებულ და ასევე სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ ყველა ცნობას და ინფორმაციას, ან რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება.

ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს უფლება აქვთ საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების წარმოდგენამდე გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას შემსყიდველ ორგანიზაციაში.

ტენდერში გამოიყენება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია სატენდერო წინადადების საერთო ღირებულების 1%-ის ოდენობით და ასევე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული იქნება ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის მექანიზმი.

დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგ მისამართზე: სსიპ ფონდი „ირმის ნახტომი”, დ.უზნაძის ქ. №68, თბილისი, საქართველო. მესამე სართული, ოთახი №11. ტელ: (995 32) 91-05-52. ელ.ფოსტა: info@dlf.ge www.dlf.ge სატენდერო კომისიის აპარატი. საკონტაქტო პირი: გიორგი შუბითიძე.

test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009