17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649156
ტენდერები
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში აცხადებს ტენდერს 2008 წლის განმავლობაში

განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში აცხადებს ტენდერს 2008 წლის განმავლობაში ქ. თბილისში დ. უზნაძის #52 მდებარე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობის  დაცვის მომსახურების შესყიდვის მიზნით და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.

 შესყიდვის ობიექტი - დაცვის მომსახურების შესყიდვა
დაცვის ობიექტი:
 - სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა (საერთო ფართით 7821 მ2) 24 საათიანი დაცვის  რეჟიმით;
- სამინისტროს ეზო მთელ პერიმეტრზე (საერთო ფართით 2875 მ2) დამხმარე შენობა-
  ნაგებობებით (საერთო ფართით 442 მ2) (24 საათიანი დაცვის რეჟიმით);
- მინისტრის მისაღები (სამუშაო საათები).

საგუშაგოთა განლაგება:
- სამინისტროს შენობის ცენტრალური შემოსასვლელი (ფოიე) – I საგუშაგო. სტაციონარული 24 საათიანი დაცვის რეჟიმით. სამუშაო საათებში მოქალაქეთა მოძრაობის კონტროლი საშვების საშუალებით.
- სამინისტროს შემოსასვლელი ეზოს მხრიდან – II საგუშაგო. სტაციონარული 24 საათიანი დაცვის რეჟიმით. სამუშაო საათებში ტრანსპორტის დაშვება ტერიტორიაზე საშვების საშუალებით.
- მინისტრის მისაღები (სამუშაო საათები) – III საგუშაგო.
- ეზო, ეზოში არსებული დამხმარე შენობა-ნაგებობები და მთელ ტერიტორიაზე განთავსებული მატერიალური ფასეულობები – 24 საათიანი პატრულირების რეჟიმით.

დაფინანსების წყარო: - სახელმწიფო ბიუჯეტი.

აუცილებელი პირობა:

- სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას გამოყენებული იქნება სატენდერო წინადადების და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიები. გარანტიების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია ასახული იქნება სატენდერო დოკუმენტაციაში.

- სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ ენაზე გაიცემა გამოქვეყნების დღიდან და ტენდერში მონაწილეობის მსურველის მიერ გადახდილი სატენდერო მოსაკრებლის 200 (ორასი) ლარის ოდენობის დამადასტურებელი ქვითარის წარმოდგენის შემდეგ 2008 წლის 11 მარტის 17-00 საათამდე. შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. .#52 ოთახი #126, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.

- დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო მოსაკრებელი უნდა გადაიხადონ შემდეგ ანგარიშზე:

   მიმღები – ერთიანი ანგარიში
   მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა
    ბანკის კოდი – 220101222
   საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 302003000
    ა/ა - #200122900

- დამატებით ინფორმაციაში მიუთითეთ: ტენდერი #2, სატენდერო მოსაკრებელი, ორგანიზაციული კოდი: 2211 (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).

- დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე სამ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ორი ასლი), 2008 წლის 12 მარტს 1200 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. .#52 ოთახი #126 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.

- წარმოდგენილი პაკეტების გახსნა მოხდება 2008 წლის 12 მარტს სატენდერო დოკუმენტაციის მიღების დამთავრებისთანავე, 1200 საათზე, ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. #52, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, II სართული.

- დაგვიანებით შემოსული საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს, სატენდერო წინადადებას და სხვა დოკუმენტაციას სატენდერო კომისია არ განიხილავს.

საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

იურიდიული პირისათვის:

ა) ცნობას, რომ მის ქონებაზე არ არის დადებული ყადაღა (ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
ბ) ცნობას, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმე (ცნობა სასამართლოდან);
გ) ცნობას, რომ არ ხორციელდება მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან).
დ) ორგანიზაციის მოგების და ქონების წლიური დეკლარაციები (ბოლო 2 წლის).
ე) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ფიზიკური პირისათვის:

 - საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციები (ბოლო 2 წლის);

როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირისათვის:

ა) ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონი/ფაქსი, საბანკო რევიზიტები, ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელების სახელი და გვარი;
ბ) ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ;


- სატენდერო წინადადების მოქმედების მინიმალური ვადა უნდა იყოს სატენდერო წინადადებების პაკეტების გახსნის დღიდან არანაკლებ 30 დღე. აღნიშნული ასახული უნდა იყოს სატენდერო წინადადებაში.

- იურიდიული და ფიზიკური პირი ვერ გაივლის საკვლიფიკაციო შერჩევას და მოხდება მისი დისკვალიფიკაცია, თუ იგი, ზემოთ დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს ზემოთ მითითებულ ყველა ცნობას და ინფორმაციას, ან რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება.

 - ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს უფლება აქვთ საკვალიფიკაციო მონაცემების და სატენდერო წინადადებების წარმოდგენამდე გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას შემსყიდველ ორგანიზაციაში.

- სატენდერო დოკუმენტაციის გატანა და დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი პირებისაგან: მ. ფალიაშვილი, ლ. გვაზავა, ნ. ბოჭორიშვილი,  შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ.#52 ტელ: 95 75 23, ოთახი #126, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.


- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში აცხადებს ტენდერს 2008 წლის განმავლობაში

test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009