17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649156
ტენდერები
 
განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ

  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ბავშვთა ზრუნვის პროგრამის ფარგლებში, ,,ჩვენი სახლი”; ,,ვისწავლოთ ერთად ცხოვრება’; ,,ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დღის ენტრების განვითარების”; ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დახმარების”; ,,განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა ქცევის მოდიფიკაციის გუნდის განვითარების” და ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ადრეული განვითარების” ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად, მომსახურების შესყიდვის მიზნით, აცხადებს ორეტაპიან ტენდერს და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.

შესყიდვის ობიექტი – ,,ბავშვთა ზრუნვის” პროგრამის ქვეპროგრამებში ღონისძიებების განსახორციელებლად მომსახურების შესყიდვა.

ქვეპროგრამები:

1. ,,ჩვენი სახლი”;
2. ,,ვისწავლოთ ერთად ცხოვრება’;
3. ,,ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა დღის ცენტრების განვითარება”;
4. ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა
დახმარება”;
5. ,,განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა ქცევის მოდიფიკაციის
გუნდის განვითარება”;
6. ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ადრეული განვითარება”.

დაფინანსების წყარო – სახელმწიფო ბიუჯეტი
აუცილებელი პირობა

- პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლის გამოცდილება (წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი დოკუმენტი);
- სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას, ტენდერის მეორე ეტაპზე, გამოყენებული იქნება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიები. Gგარანტიების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია ასახული იქნება სატენდერო დოკუმენტაციაში.
- სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ ენაზე გაიცემა გამოქვეყნების დღიდან და ტენდერში მონაწილეობის მსურველის მიერ გადახდილი სატენდერო მოსაკრებლის 200 (ორასი) ლარის ოდენობის დამადასტურებელი ქვითარის წარმოდგენის შემდეგ 2008 წლის 31 მარტის 17-00 საათამდე. შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. .№52 ოთახი №126, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.
  დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება (ღირებულების გარეშე) უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე სამ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ორი ასლი), 2008 წლის 1 აპრილს 1500 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52 ოთახი №126 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.
  წარმოდგენილი პაკეტების გახსნა მოხდება 2008 წლის 1 აპრილს სატენდერო დოკუმენტაციის მიღების დამთავრებისთანავე, ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52 II სართულზე ოთახი №214.
  დაგვიანებით შემოსული საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს, სატენდერო წინადადებას და სხვა დოკუმენტაციას სატენდერო კომისია არ განიხილავს.
     საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
იურიდიული პირისათვის:
ა) ცნობებს, რომ არ ხორციელდება მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ცნობა წარმოადგინონ საგადასახადო ინსპექციიდან);
ბ) ცნობას, რომ მის ქონებაზე არ არის დადებული ყადაღა (ცნობა წარმოადგინონ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირისათვის:
ა) ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის დასახელებას, იურიდიულ მისამართს, ტელეფონი/ფაქსი, საბანკო რევიზიტებს, ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელების სახელსა და გვარს;
ბ) ცნობას, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმე (ცნობა წარმოადგინონ სასამართლოდან);
გ) ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ;
დ) ორგანიზაციის მოგების და ქონების წლიური დეკლარაციები ბოლო 2 წლის განმავლობაში;
ე) ინფორმაცია პერსონალის კვალიფიკაციის შესახებ;
- სატენდერო წინადადების მოქმედების მინიმალური ვადა უნდა იყოს სატენდერო წინადადებების პაკეტების გახსნის დღიდან არანაკლებ 45 დღე.
- იურიდიული და ფიზიკური პირი ვერ გაივლის საკვლიფიკაციო შერჩევას და მოხდება მისი დისკვალიფიკაცია, თუ იგი, ზემოთ დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს ზემოთ მითითებულ ყველა ცნობას და ინფორმაციას, ან რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება.
- დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო დოკუმენტაციის მიღებამდე უნდა გადაიხადონ სატენდერო მოსაკრებელი 200 (ორასი) ლარის ოდენობით შემდეგ ანგარიშზე:
მიმღები – ერთიანი ანგარიში
მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი – 220101222
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 302003174
ა/ა -№200122900
     დამატებით ინფორმაციაში მიუთითეთ: ტენდერის №5, ორგანიზაციული კოდი: 4001
- ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს უფლება აქვთ საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების წარმოდგენამდე გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას შემსყიდველ ორგანიზაციაში.
- სატენდერო დოკუმენტაციის გატანა და დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი პირებისაგან ნ. ბოჭორიშვილი, ლ. გვაზავა, მ. ფალიაშვილი, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ.№52 ტ. 95-75-23, ოთახი #126 საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.


- განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ

test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009