17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649155
ტენდერები
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის  31 მარტის №221 განკარგულების შესაბამისად, ახორციელებს კლასგარეშე წიგნების შესყიდვას საქართველოს 2271 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბიბილიოთეკებისათვის (გარდა ქ. თბილისის საჯარო სკოლებისა). წიგნების შეძენად პრეზიდენტის საერეზერვო ფონდიდან გამოყოფილია 1 135 500 ლარი. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2008 წლის 4 აპრილს განცხადებით მიმართა ყველა დაინეტერესებულ პირს, წარმოედგინათ  წიგნების ჩამონათვალი, რომლის 2271 ეგზემპლარის მოწოდებასაც შეძლებდნენ 2008 წლის 10 მაისამდე (ერთი სკოლისთვის განსაზღვრული პაკეტის ღირებულება შეადგენს 500 ლარს).

პროექტში მონაწილეობაზე  სურვილი გამოთქვა სულ 48 ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა, რომელთაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარმოადგინეს  963 წიგნის შემოთავაზება. 

`საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 31 მარტის №221 განკარგულების საფუძველზე განსახორციელებელ ღონისძიებათა უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 3 აპრილს №300 ბრძანებით შექმნილმა კომისიამ დაადგინა შერჩევის კრიტერიუმები. განისაზღვრა, რომ 500 ლარი განაწილდებოდა კატეგორიების მიხედვით, შემდეგი პრინციპით: განისაზღვრა 2 ასაკობრივი ჯგუფი (დაწყებითი და საშუალო), და თითოეულ ჯგუფში ორი კატეგორია (მხატვრული და შემეცნებითი), თანხა გადანაწილდა: 100 ლარი მხატვრული ლიტერატურისთვის (თითოეული ასაკობრივი ჯგუფისთვის) და 150 ლარი შემეცნებითი ლიტერატურისთვის. თითოეული წიგნი ფასდებოდა ერთიდან ათამდე ქულით მხოლოდ ერთ კატეგორიაში. თითოეულ კატეგორიაში მაქსიმალური ქულების მქონე წიგნები გამოყოფილი თანხის ფარგლებში შეირჩა. შედეგად შეირჩა 63 დასახელების წიგნი. სახელმძღვანელოები შეფასდა სამინისტროს საზოგადოებრივი საბჭოს წევრების მიერ.

ამასთან, კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ გამომცემელი განაცხადებს უარს მის მიერ შემოთავაზებული წიგნის მოწოდებაზე. მის ადგილს დაიკავებს შეფასებისას გამოვლენილი შემდგომი კანდიდატი საერთო თანხის შევსებამდე.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მადლობას უხდის შემფასებლებს და გამომცემლობებს თანამშრომლობისთვის.


- დანართი

test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009