17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649156
ტენდერები
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილებისათვის ტექნიკური მომსახურების გაწევისა და სათადარიგო ნაწილების შესყიდვის მიზნით აცხადებს განმეორებით ტენდერს და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს

შესყიდვის ობიექტი – ავტომობილების ტექნიკური მომსახურება, შესაბამისი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფით.

დაფინანსების წყარო – სახელმწიფო ბიუჯეტი.
                  
ავტომობილები, რომლებისაც უნდა გაეწიოს ტექნიკური მომსახურება:

  1. ,,ნისან პატრული” – 1 ერთეული;
  2. ,,ნისან ტიიდა” – 2 ერთეული;
  3. ,,შევროლე ლაცეტი” – 3 ერთეული;
  4. ,,მიცუბიში ქანთერი” – 1 ერთეული;
  5. ,,ფორდ ექსპლოურერი” – 2 ერთეული;
  6. ,,ნივა” – 2 ერთეული;
  7. ”ფორდ ტრანზიტი” – 1 ერთეული (მიკრო ავტობუსი);
  8. ,,ლენდ როვერი” – 2 ერთეული;
  9. ,,ნისან ქაშქაი” – 1 ერთეული.

შენიშვნა: სათადარიგო ნაწილებისა და ავტომობილებისათვის გასაწევი ტექნიკური მომსახურების ჩამონათვალი პრეტენდენტებს გადაეცემათ სატენდერო დოკუმენტაციის პაკეტთან ერთად.

აუცილებელი პირობა

  • სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას გამოყენებული არ იქნება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიები.
  • სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ ენაზე გაიცემა გამოქვეყნების დღიდან და ტენდერში მონაწილეობის მსურველის მიერ გადახდილი სატენდერო მოსაკრებლის 200 (ორასი) ლარის ოდენობის დამადასტურებელი ქვითარის წარმოდგენის შემდეგ გამოქვეყნებიდან 2008 წლის 4 ივნისამდე. შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52 ოთახი №126, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.

დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე სამ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ორი ასლი), 2008 წლის 6 ივნისს 14:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52 ოთახი №126 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.

 წარმოდგენილი პაკეტების გახსნა მოხდება 2008 წლის 6 ივნისს სატენდერო დოკუმენტაციის მიღების დამთავრებისთანავე, ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52 II სართულზე ოთახი №214.
 დაგვიანებით შემოსული საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს, სატენდერო წინადადებას და სხვა დოკუმენტაციას სატენდერო კომისია არ განიხილავს.

საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

იურიდიული პირისათვის:

  • ცნობებს, რომ არ ხორციელდება მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ცნობა წარმოადგინონ საგადასახადო ინსპექციიდან);
  • ცნობას, რომ მის ქონებაზე არ არის დადებული ყადაღა (ცნობა წარმოადგინონ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
  • ცნობას, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმე (ცნობა წარმოადგინონ სასამართლოდან);

              როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირისათვის:

  • ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის დასახელებას, იურიდიულ მისამართს,  ტელეფონი/ფაქსი, საბანკო რევიზიტებს, ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელების სახელსა და გვარს;
  • ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ;
  • ორგანიზაციის მოგების და ქონების წლიური დეკლარაციები ბოლო 2 წლის განმავლობაში.

- სატენდერო წინადადების მოქმედების მინიმალური ვადა უნდა იყოს სატენდერო წინადადებების პაკეტების გახსნის დღიდან არანაკლებ 30 დღე.

-  იურიდიული და ფიზიკური პირი ვერ გაივლის საკვალიფიკაციო შერჩევას და მოხდება მისი დისკვალიფიკაცია, თუ იგი, ზემოთ დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს ზემოთ მითითებულ ყველა ცნობას და ინფორმაციას, ან რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება.

- დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო დოკუმენტაციის მიღებამდე უნდა გადაიხადონ სატენდერო მოსაკრებელი 200 (ორასი) ლარის ოდენობით შემდეგ ანგარიშზე:

მიმღები – ერთიანი ანგარიში
მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი – 220101222
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 302003000
ა/ა - №200122900 

დამატებით ინფორმაციაში მიუთითეთ: ტენდერის №11 და ორგანიზაციული კოდი: 2211

- ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს უფლება აქვთ საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების წარმოდგენამდე გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას შემსყიდველ ორგანიზაციაში.

-  სატენდერო დოკუმენტაციის გატანა და  დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი პირებისაგან: ნ. ბოჭორიშვილი, ლ. გვაზავა, მ. ფალიაშვილი, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ.უზნაძის ქ.№52 ტ. 43 88 24, ოთახი №126 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.

    

test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009