17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649155
ტენდერები
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ,,ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების” პროგრამის ფარგლებში აცხადებს ტენდერს სალაშქრო ინვენტარის შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს

შესყიდვის ობიექტი:

ლოტი
საქონლის დასახელება

რაოდენობა
(ცალი)

ზომა
I
კარავი (სამადგილიანი)
270
არანაკლებ
 200X210X120 სმ.
II
საძილე ტომარა
810
არანაკლებ
50X75X210 სმ. 
ლეიბი (პარალონის ფოლგისებური)
810
არანაკლებ 180X50X0.8 სმ 
III
ზურგჩანთა ლაშქრობისათვის
810
არანაკლებ 55X31X20 სმ.    

 

შენიშვნა:
შესასყიდი საქონლის დეტალური აღწერილობა და სპეციფიკაცია პრეტენდენტებს გადაეცემათ სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.
 
დაფინანსების წყარო – სახელმწიფო ბიუჯეტი, ,,ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადების” პროგრამა.

 საქონლის მიწოდების ადგილი: საქართველოს საჯარო სკოლები (დამატებითი ინფორმაცია მოცემული იქნება სატენდერო დოკუმენტაციაში).

აუცილებელი პირობა:

-  სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას გამოყენებული იქნება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიები. გარანტიების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია ასახული იქნება სატენდერო დოკუმენტაციაში.
 
- სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ ენაზე გაიცემა ტენდერში მონაწილეობის მსურველის მიერ გადახდილი სატენდერო მოსაკრებლის 200 (ორასი) ლარის ოდენობის დამადასტურებელი ქვითარის წარმოდგენის შემდეგ, გამოქვეყნებიდან 2008 წლის 9 ივნისამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52 ოთახი №126, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.
 
- დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო მოსაკრებელი უნდა გადაიხადონ შემდეგ ანგარიშზე:
მიმღები – ერთიანი ანგარიში
მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი – 220101222
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 302003000
ა/ა № 200122900 
ორგანიზაციული კოდი: 2217

დამატებით ინფორმაციაში მიუთითეთ: სატენდერო მოსაკრებელი, №12 ტენდერი, განათლებისა და    მეცნიერების სამინისტრო.

_ დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე სამ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ორი ასლი), 2008 წლის 10 ივნისს 1600 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. .№52 ოთახი №126 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.

წარმოდგენილი პაკეტების გახსნა მოხდება 2008 წლის 10 ივნისს სატენდერო დოკუმენტაციის მიღების დამთავრებისთანავე, 16:00 საათზე, ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52 II სართულზე ოთახი №214.
 დაგვიანებით შემოსული საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს, სატენდერო წინადადებას და სხვა დოკუმენტაციას სატენდერო კომისია არ განიხილავს.


საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

იურიდიული პირისათვის:

ა) ცნობას, რომ არ ხორციელდება მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან);
ბ) ცნობას, რომ მის ქონებაზე არ არის დადებული ყადაღა (ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
გ) ცნობას, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს ლიკვიდაციის, გაკოტრების ან სანაციის საქმე (ცნობა სასამართლოდან);
დ) ორგანიზაციის მოგების და ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციები ბოლო 2 წლის.

ფიზიკური პირისათვის:

 ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია ბოლო 2 წლის.

როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირისათვის:

  • ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის დასახელებას, იურიდიულ მისამართს, ტელეფონი/ფაქსი, საბანკო რევიზიტებს, ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელების სახელსა და გვარს.
  • ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ (ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან);

- სატენდერო წინადადების მოქმედების მინიმალური ვადა უნდა იყოს სატენდერო წინადადებების პაკეტების გახსნის დღიდან არანაკლებ 30 დღე. აღნიშნული ასახული უნდა იყოს სატენდერო წინადადებაში.

-  იურიდიული და ფიზიკური პირი ვერ გაივლის საკვლიფიკაციო შერჩევას და მოხდება მისი დისკვალიფიკაცია, თუ იგი, ზემოთ დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს ზემოთ მითითებულ ყველა ცნობას და ინფორმაციას, ან რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება.

- ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს უფლება აქვთ საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების წარმოდგენამდე გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას შემსყიდველ ორგანიზაციაში.

- სატენდერო დოკუმენტაციის გატანა და დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი პირებისაგან: ნ. ბოჭორიშვილი, ლ. გვაზავა, მ. ფალიაშვილი, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ.უზნაძის ქ.№52 ტ. 43 88 24 ოთახი №126 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.

 

test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009