17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649155
ტენდერები
 
განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ,,იაკობ გოგებაშვილი – საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” დაფინანსების ფარგლებში აცხადებს ტენდერს პირველკლასელთათვის სასკოლო ჩანთების შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.

შესყიდვის ობიექტი:

 სასკოლო ჩანთა – 46 605 ცალი.

აუცილებელი პირობა: ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ სასკოლო ჩანთის ნიმუშები 4 ფერის (2 გოგოს და 2 ბიჭის).

სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას გამოყენებული იქნება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიები. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფისას – სატენდერო წინადადების ღირებულების 1 %-ის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისას – ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5 %-ის ოდენობით.

სატენდერო წინადადების მოქმედების მინიმალური ვადა უნდა იყოს სატენდერო წინადადებების გახსნის დღიდან არანაკლებ 30 დღე. აღნიშნული ასახული უნდა იყოს სატენდერო განცხადების ფორმაში.
 
დაფინანსების წყარო – სახელმწიფო ბიუჯეტი, პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამა “იაკობ გოგებაშვილი საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია”.

მიწოდების ადგილი – ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. #52 
მიწოდების ვადები: 2008 წლის 20 აგვისტო.

სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ ენაზე გაიცემა ტენდერში მონაწილეობის მსურველის მიერ გადახდილი სატენდერო მოსაკრებლის 200 (ორასი) ლარის ოდენობის დამადასტურებელი ქვითარის წარმოდგენის შემდეგ, გამოქვეყნებიდან 23 ივნისამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. .№52 ოთახი №126, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.
 
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო მოსაკრებელი უნდა გადაიხადონ შემდეგ ანგარიშზე:
მიმღები – ერთიანი ანგარიში
მიმღები ბანკი – საქართველოს ეროვნული ბანკი
ბანკის კოდი – 220101107
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 302003000
ა/ა№ 200122900

დამატებით ინფორმაციაში მიუთითეთ: სატენდერო სასკოლო ჩანთების შეძენა, ტენდერი #13, ორგანიზაციული კოდი: 162 (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო)

დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე სამ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ორი ასლი), 2008 წლის 24 ივნისს 1600 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52 ოთახი №126 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.

წარმოდგენილი პაკეტების გახსნა მოხდება 2008 წლის 24 ივნისს სატენდერო დოკუმენტაციის მიღების დამთავრებისთანავე, 16:00 საათზე, ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. №52 II სართულზე ოთახი №110.

დაგვიანებით შემოსული საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს, სატენდერო წინადადებას და სხვა დოკუმენტაციას სატენდერო კომისია არ განიხილავს.

საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 

იურიდიული პირისათვის:

ა) ცნობას, რომ არ ხორციელდება მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან);
ბ) ცნობას, რომ მის ქონებაზე არ არის დადებული ყადაღა (ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
გ) ცნობას, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს რეორგანიზაცია, ლიკვიდაციის საქმე (ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან);
დ) ცნობა რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმე (ცნობა სასამართლოდან);

როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირისათვის:

  • ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის დასახელებას, იურიდიულ მისამართს, ტელეფონი/ფაქსი, საბანკო რევიზიტებს, ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელების სახელსა და გვარს;
  • ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ;
  • ორგანიზაციის მოგებისა და ქონების დეკლარაციები ბოლო 2 წლის.
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების შესახებ.

იურიდიული და ფიზიკური პირი ვერ გაივლის საკვლიფიკაციო შერჩევას და მოხდება მისი დისკვალიფიკაცია, თუ იგი, ზემოთ დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს ზემოთ მითითებულ ყველა ცნობას და ინფორმაციას, ან რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება.

ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს უფლება აქვთ საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების წარმოდგენამდე გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას შემსყიდველ ორგანიზაციაში.

სატენდერო დოკუმენტაციის გატანა და დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი პირებისაგან: ნ. ბოჭორიშვილი, ლ. გვაზავა, მ. ფალიაშვილი, შემდეგ მისამართზე ქ. თბილისი, დ.უზნაძის ქ.№52 ტ. 43 88 24 ოთახი #126 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.
 

test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009