17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649156
ტენდერები
 
განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  პრეზიდენტის ნაციონალური მეგა პროგრამის ,,იაკობ გოგებაშვილი – საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” დაფინანსების ფარგლებში აცხადებს ტენდერს საჯარო სკოლების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს

შესყიდვის ობიექტი:

ლოტი №
ობიექტის დასახელება
I
ქ. თბილისის №53 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები
ქ. თბილისის №200 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები
II
აფხაზეთის №7 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები
გენწვიშის საჯარო სკოლაზე ადმინისტრაციულად მიერთებული მარჯვენა გენწვიშის სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურუს საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები
III
ქურთას თემის სოფელ კეხვის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები
ერედვის თემის სოფელ დისევის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები
ერედვის თემის სოფელ ქსუისის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები
IV
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარას საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის საჯარო სკოლის სახურავის მოწყობის სამუშაოები
V
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო როზმანის საჯარო სკოლის სახურავის მოწყობის სამუშაოები
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იაღლუფლოს საჯარო სკოლის სახურავის მოწყობის სამუშაოები
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახის საჯარო სკოლის სახურავის მოწყობის სამუშაოები
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერის საჯარო სკოლის სახურავის მოწყობის სამუშაოები
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ აზკაკალიანის საჯარო სკოლის სახურავის მოწყობის სამუშაოები
დმანისის №3 საჯარო სკოლის სახურავის მოწყობისა და სტიქიით გამოწვეული შიდა დაზიანებების სარეაბილიტაციო სამუშაოები
დმანისის №2 საჯარო სკოლაზე ადმინისტარციულად მიერთებული სოფელ ვაკის სკოლის სახურავის მოწყობის სამუშაოები
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ გომარეთის საჯარო სკოლის სახურავის მოწყობის სამუშაოები
VI
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები
გარდაბნის №1 საჯარო სკოლის გათბობის სისტემის მოწყობის სამუშაოები

დაფინანსების წყარო – სახელმწიფო ბიუჯეტი, პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამა “იაკობ გოგებაშვილი საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცი

შენიშვნა:  - აღნიშნულ ობიექტებზე განსახორციელებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტები და დეფექტური აქტები პრეტენდენტებს გადაეცემათ სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.
 
სამუშაოს დასრულების ვადები:

  • V ლოტით განსაზღვრულ სამუშაოებზე 2008 წლის 15 სექტემბრამდე;
  • მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურუს საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოზე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 4,4 თვე;
  • სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 2008 წლის 30 ოქტომბრამდე.

აუცილებელი პირობა:   

  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ პირს შესრულებული უნდა ჰქონდეს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობით საერთო ღირებულებით.
  • სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას გამოყენებული იქნება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიები. გარანტიების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია ასახული იქნება სატენდერო დოკუმენტაციაში;
  • სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას გამოყენებული იქნება მშენებლის პასუხისმგებლობის დაზღვევა, დეტალური ინფორმაცია ასახული იქნება  სატენდერო დოკუმენტაციაში.

სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ ენაზე გაიცემა ტენდერში მონაწილეობის მსურველის მიერ გადახდილი სატენდერო მოსაკრებლის 200 (ორასი) ლარის ოდენობის დამადასტურებელი ქვითარის წარმოდგენის შემდეგ, განცხადების გამოქვეყნებიდან 26 ივნისამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. .№52 ოთახი №126, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.
 
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო მოსაკრებელი უნდა გადაიხადონ შემდეგ ანგარიშზე:

მიმღები – ერთიანი ანგარიში
მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი – 220101222
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 302003000
ა/ა # 200122900

 დამატებით ინფორმაციაში მიუთითეთ: სატენდერო მოსაკრებელი, საჯარო სკოლების რეაბილიტაცია, ტენდერი №14 ორგანიზაციული კოდი: 162 (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო)

დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე სამ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ორი ასლი), 2008 წლის 27 ივნისს 16:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. .№52 ოთახი №126 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.

 წარმოდგენილი პაკეტების გახსნა მოხდება 2008 წლის 27 ივნისს სატენდერო დოკუმენტაციის მიღების დამთავრებისთანავე, 16:00 საათზე, ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. #52 II სართულზე ოთახი #214.
 დაგვიანებით შემოსული საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს, სატენდერო წინადადებას და სხვა დოკუმენტაციას სატენდერო კომისია არ განიხილავს.
 საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

იურიდიული პირისათვის:

  ა)  ცნობას, რომ მის ქონებაზე არ არის დადებული ყადაღა (ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
  ბ)  ცნობას, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმე (ცნობა   სასამართლოდან);
  გ)  ცნობას, რომ არ ხორციელდება მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან).
  დ) ორგანიზაციის მოგების და ქონების წლიური დეკლარაციები (ბოლო 2 წლის).
  ე)  ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;

ფიზიკური პირისათვის:
 საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია (ბოლო 2 წლის);

როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირისათვის:

  • ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის დასახელებას, იურიდიულ მისამართს, ტელეფონი/ფაქსი, საბანკო რევიზიტებს, ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელების სახელსა და გვარს;
  • ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ;
  • ინფორმაცია შესრულებული სამუშაოების შესახებ.

სატენდერო წინადადების მოქმედების მინიმალური ვადა უნდა იყოს სატენდერო წინადადებების პაკეტების გახსნის დღიდან არანაკლებ 30 დღე. აღნიშნული ასახული უნდა იყოს სატენდერო წინადადებაში.

იურიდიული და ფიზიკური პირი ვერ გაივლის საკვლიფიკაციო შერჩევას და მოხდება მისი დისკვალიფიკაცია, თუ იგი, ზემოთ დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს ზემოთ მითითებულ ყველა ცნობას და ინფორმაციას, ან რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება.

ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს უფლება აქვთ საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების წარმოდგენამდე გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას შემსყიდველ ორგანიზაციაში.

სატენდერო დოკუმენტაციის გატანა და დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი პირებისაგან: მ. ფალიაშვილი, გ. გიორგაძე, ლ. გვაზავა, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ.უზნაძის ქ.№52 ტ. 43 88 24 ოთახი №126, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.
 

 

test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009