17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649155
ტენდერები
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში აცხადებს ტენდერს სამინისტროს კადრების აღრიცხვის, კანცელარიის დოკუმენტბრუნვისა და არქივის მონაცემთა ბაზის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაზე ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის მიზნით და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს

  • შესყიდვის ობიექტი – კადრების აღრიცხვის, კანცელარიის დოკუმენტბრუნვისა და არქივის მონაცემთა ბაზის შექმნა.
  • დაფინანსების წყარო – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
  • საბოლო პროდუქტის ჩაბარების ვადა: არაუგვიანეს 2008 წლის 10 დეკემბრისა.

აუცილებელი პირობა:

პირველადი სატენდერო წინადადებები პაკეტებში წარმოდგენილი უნდა იყოს ღირებულების გარეშე.

სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას გამოყენებული იქნება სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიები. გარანტიების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია ასახული იქნება სატენდერო დოკუმენტაციაში.

სატენდერო დოკუმენტაცია გაიცემა ქართულ ენაზე ტენდერში მონაწილეობის მსურველის მიერ გადახდილი სატენდერო მოსაკრებლის 200 (ორასი) ლარის ოდენობის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ, გამოქვეყნებიდან 2008 წლის 17 ივლისამდე. შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. .#52 ოთახი #126, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.
 
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო მოსაკრებელი უნდა გადაიხადონ შემდეგ ანგარიშზე:

 მიმღები – ერთიანი ანგარიში
 მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა
 ბანკის კოდი – 220101222
 საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 302003174
 ა/ა # 200122900
 ორგანიზაციული კოდი: 2211

დამატებით ინფორმაციაში მიუთითეთ: ტენდერი #17, კომპიუტერული პროგრამების შექმნის შესყიდვა. ორგანიზაციული კოდი: 2211 (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო).

დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და პირველადი სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე სამ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ორი ასლი), 2008 წლის 18 ივლისს 1600 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. .#52 ოთახი #126 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.

 წარმოდგენილი პაკეტების გახსნა მოხდება 2008 წლის 18 ივლისს სატენდერო დოკუმენტაციის მიღების დამთავრებისთანავე, 1600 საათზე, ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. #52 II სართულზე ოთახი #214.
 დაგვიანებით შემოსული საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს,  პირველად სატენდერო წინადადებას და სხვა დოკუმენტაციას სატენდერო კომისია არ განიხილავს.
 საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

იურიდიული პირისათვის:

ა) ცნობას, რომ არ ხორციელდება მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან);
ბ) ცნობას, რომ მის ქონებაზე არ არის დადებული ყადაღა (ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
გ) ცნობას, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს ლიკვიდაციის, გაკოტრების ან სანაციის საქმე (ცნობა სასამართლოდან);
დ) ორგანიზაციის მოგების და ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციები ბოლო 2 წლის.

ფიზიკური პირისათვის:

ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია ბოლო 2 წლის.

როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირისათვის:

ა) ორგანიზაციის ან ფიზიკური პირის დასახელებას, იურიდიულ მისამართს, ტელეფონი/ფაქსი, საბანკო რევიზიტებს, ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელების სახელსა და გვარს,
ბ) ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ (ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან);
გ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან);
დ) ინფორმაცია ანალოგიური მომსხურების გამოცდილების შესახებ.

იურიდიული და ფიზიკური პირი ვერ გაივლის საკვალიფიკაციო შერჩევას და მოხდება მისი დისკვალიფიკაცია, თუ იგი, ზემოთ დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს ზემოთ მითითებულ ყველა ცნობას და ინფორმაციას, ან რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება.

დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი პირებისაგან: მ. ფალიაშვილი, ლ. გვაზავა, ნ. ბოჭორიშვილი, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ.უზნაძის ქ.#52 ტელ: 43 88 24; ოთახი #126; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.
 

test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009