17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649156
ტენდერები
 
განცხადება ტენდერის ჩატარების შესახებ

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამა ,,იაკობ გოგებაშვილი-საჯარო სკოლების რეაბილიტაცია~ დაფინანსების ფარგლებში აცხადებს ტენდერს საჯარო სკოლების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.

2. შესყიდვა განხორციელდება შემდეგი ლოტების მიხედვით:

ლოტი 1 მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის #2 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები;
ლოტი 2 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონას საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოები;

3. სამშენებლო სამუშაოს დასრულების სავალდებულო ვადა: სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან  12 თვე.
4. დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება, ქართულ ენაზე, სამ ეგზემპლარად (ერთი დედანი და ორი ასლი) დალუქული პაკეტებით უნდა წარმოადგინონ 2008 წლის¬ 29 ივლისს 13:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, უზნაძის ქ. #52. ოთახი #126; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი; წარმოდგენილი პაკეტების გახსნა მოხდება 2008 წლის 29 ივლისს, სატენდერო დოკუმენტაციის მიღების დამთავრებისთანავე, 13:00 საათზე, მისამართი: ქალაქი თბილისი, დ. უზნაძის ქ. #52. II სართული, ოთახი #214. დაგვიანებით შემოსულ საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს, სატენდერო წინადადებას და სხვა დოკუმენტაციას სატენდერო კომისია არ განიხილავს.
 5. საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:
 5.1 იურიდიული პირისათვის:
 ა) ცნობას, რომ არ მიმდინარეობს ტენდერში მონაწილეობის მსურველი პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია (ცნობა წარმოდგენილი უნდა იქნეს საგადასახადო ინსპექციიდან);
 ბ) ცნობას შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის ქონებაზე ყადაღის არარსებობის შესახებ (ცნობა წარმოდგენილი უნდა იქნას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან);
გ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის რეგისტრაციის შესახებ.
დ) ცნობას რომ არ მიმდინარეობს ტენდერში მონაწილეობის მსურველი პირის გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება (ცნობა წარმოდგენილი უნდა იქნას სასამართლოდან);
 5.2. ფიზიკური პირისათვის:
 ა) ცნობას, საგადასახადო ინსპექციიდან რეგისტრაციის შესახებ.
 ბ) ცნობას, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების საქმისწარმოება (ცნობა წარმოდგენილი უნდა იყოს სასამართლოდან).
 5.3. როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირისათვის:
 ა) შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები (დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები, ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელების სახელსა და გვარს);
ბ) ცნობა შესაბამისი საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტისადმი დავალიანების არქონის შესახებ;
გ) ინფორმაცია ანალოგიური სამუშაოების წარმოების გამოცდილების შესახებ, შესაბამისი დოკუმენტის (ხელშეკრულება) დართვით;
   ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ პირს შესრულებული უნდა ჰქონდეს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ოდენობით საერთო ღირებულებით.
   შენიშვნა: ინფორმაცია ანალოგიური სამუშაოების წარმოების გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იქნეს ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად.

# შესრულებული სამუშაოს დასახელება (თითოეული ობიექტის მითითებით) შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება ხელშეკრულების,
თარიღი, # და ღირებულება
1   
2   
და ა. შ.   

დ) ინფორმაცია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ;
    ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად უნდა გააჩნდეს საკუთარი ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ნებადართული ან აუკრძალავი ნებისმიერი ფორმით (ქირა, თხოვება,  და ა.შ.) მანქანა_მექანიზმები, მოწყობილობები და დანადგარები.
    შენიშვნა:  ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნეს ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად.

# მანქანა-მექანიზმებისა და დანადგარების დასახელება აღწერილობა, მოდელი, ტიპი, მარკა და გამოშვების წელი რაოდენობა მდგომარეობა (ახალი, ნახმარი, მოძველებული) საკუთრება: მფლობელობის ან სარგებლობის ფორმა, ტექნიკური პასპორტის ასლი, იჯარის შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულებები
1     
2     
და ა. შ.     

   
5. სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილია ქართულ ენაზე. სატენდერო დოკუმენტაციის გატანა ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს შეუძლიათ განცხადების გამოქვეყნების დღიდან 2008 წლის 28 ივლისის ჩათვლით მისამართზე: თბილისი, დ. უზნაძის ქ. #52, 200 (ორასი) ლარის ოდენობის სატენდერო მოსაკრებელის გადახდის შემდეგ. სატენდერო მოსაკრებელი გადახდილი უნდა იქნას შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღები _ ერთიანი ანგარიში, მიმღები ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ 220101222, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი _ 302003174, ა/ა#200122900. დამატებით ინფორმაციაში უნდა მიეთითოს: სატენდერო მოსაკრებელი, საჯარო სკოლების რეაბილიტაცია. ტენდერი #18, ორგანიზაციული კოდი #162 (განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო). სატენდერო მოსაკრებელი გადახდილ უნდა იქნეს სატენდერო დოკუმენტაციის მიღების ვადის გასვლამდე.
6. პრეტენდენტებს უფლება აქვთ წარმოადგინონ ერთი სატენდერო წინადადება. ტენდერში ლოტების მიხედვით გამოვლინდება რამდენიმე გამარჯვებული.
7.  პრეტენდენტებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადებების უზრუნველყოფის გარანტია, გაცემული ბანკის ან სადაზღვევო კომპანიის მიერ. საგარანტიო თანხის ოდენობა განისაზღვრება პრეტენდენტის სატენდერო წინადადების ღირებულების 1%-ის ოდენობით. Gგარანტიის მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატებოდეს სატენდერო წინადადების მოქმედების ვადას;
8. ტენდერის შედეგად გამოვლენილ გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებისას გამოყენებული იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით.
9. სატენდერო წინადადებების შერჩევა (რომელი სატენდერო წინადადება დაიშვება შესაფასებლად და რომელი არა) განხორციელდება `სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ~ დებულების მე_15 მუხლის მე_5 და მე_6 პუნქტების შესაბამისად. პრეტენდენტს მიეცემა დისკვალიფიკაცია თუ მის მიერ წარმოდგენილი არ არის სატენდერო განცხადებით და საბაზისო მონაცემებით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი ან წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება.
10. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის ხელმძღვანელი მის მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემებისა და სატენდერო წინადადებების სიზუსტეს ადასტურებს თავისი ხელმოწერითა  ბეჭდის დასმით.
11. სატენდერო წინადადების მოქმედების მინიმალური ვადა უნდა იყოს სატენდერო წინადადებების პაკეტების გახსნის დღიდან არანაკლებ 30 დღე. აღნიშნული ასახული უნდა იყოს სატენდერო წინადადებაში.
12. დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი პირისაგან: გ. გიორგაძე, ლ. გვაზავა, რ. გულარაშვილი. შემდეგ მისამართზე: დ. უზნაძის #52, ოთახი #126, ტელ: 43 88 24; 43 88 32 სატენდერო კომისიის აპარატი.

test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009