17 , 2024
Geo    Eng
მთავარი კანონმდებლობა სტატისტიკა
პროგრამები
კვლევები
აპოსტილი
ვიდეო გალერეა
კონკურსები
ტენდერები
პუბლიკაციები
კალენდარი
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        



თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:
1649156
ტენდერები
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს ტენდერს პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ,,იაკობ გოგებაშვილი – საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია" დაფინანსების ფარგლებში პირველკლასელთათვის სასკოლო ფორმების შესყიდვის მიზნით და იწვევს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს

ოტი

ესკიზის
შესასყიდი
რაოდენობა
1
№1
გოგო
562
ბიჭი
570
2
№2
გოგო
350
ბიჭი
344
3
№3
გოგო
1963
ბიჭი
2005
4
№4
გოგო
1628
ბიჭი
1698
5
№5
გოგო
185
ბიჭი
223
№10
გოგო
74
ბიჭი
72
6
№6
გოგო
1179
ბიჭი
1112
7
№7
გოგო
399
ბიჭი
435
8
№8
გოგო
582
ბიჭი
634
9
№11
გოგო
2977
ბიჭი
3016
10
№12
გოგო
2819
ბიჭი
2978
11
№13
გოგო
2763
ბიჭი
2882
12
№14
გოგო
190
ბიჭი
236
13
№15
გოგო
58
ბიჭი
66
სულრაოდენობა
32000

დაფინანსების წყარო – სახელმწიფო ბიუჯეტი, პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამა ,,იაკობ გოგებაშვილი – საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია".

შენიშვნა: შესაკერი სასკოლო ფორმების ესკიზები პრეტენდენტებს გადაეცემათ სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.

შესასყიდი ფორმების რაოდენობამ შეიძლება განიცადოს ცვლილება. შესასყიდი ფორმების რაოდენობა დაზუსტდება მხარეთა ურთიერთ შეთანხმებით, სასწავლო წლის დაწყებისათვის საჯარო სკოლებში არსებული მოსწავლეთა რეალური კონტინგენტის გათვალისწინებით. ზუსტი რაოდენობა დგინდება მოსწავლეთა დენადობის, კერძოდ: მიგრაციული პროცესების, კერძო სკოლებში გადასვლის და სხვა გარემოებების შედეგად მხარეთა შეთანხმებით (დაზუსტებულ ინფორმაციას რაოდენობის შესახებ გამარჯვებული ორგანიზაციები მიიღებენ 2008 წლის 15 აგვისტომდე).

მიწოდების ადგილი – საქართველოს საგანმანათლებლო რესურსცენტრები (რესურსცენტრების ჩამონათვალი შესაბამისი სასკოლო ფორმების რაოდენობების მითითებით პრეტენდენტებს გადაეცემათ სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად). 

მიწოდების ვადები: 2008 წლის 01 სექტემბრამდე.
       
აუცილებელი პირობა:   

  • მოწოდებული პროდუქცია უნდა იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გადაცემული აღწერილობის მიხედვით;
  • პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს დამკვეთის მიერ მიწოდებული ესკიზებისა და მახასიათებლების შესაბამისად შესრულებული მოდელები. თითოეულ ესკიზზე წარმოდგენილი უნდა იქნას ერთი მზა ეგზემპლარი.
  • შეკერილი ფორმების მოსწავლისათვის მორგებაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი. თუ შეკერილი ფორმა არ მოერგო მოსწავლეს, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მისი ახლით შეცვლა.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ მოდელს უნდა ახლდეს ინფორმაცია გამოყენებული მასალის ხარისხისა და მოცულობის შესახებ.
  • სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას გამოყენებული იქნება სატენდერო წინადადების და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიები. გარანტიების პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია ასახული იქნება სატენდერო დოკუმენტაციაში.
  • სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ ენაზე გაიცემა გამოქვეყნებიდან, ტენდერში მონაწილეობის მსურველის მიერ გადახდილი სატენდერო მოსაკრებლის 200 (ორასი) ლარის ოდენობის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის შემდეგ 2008 წლის 06 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. .#52 ოთახი #126, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.

 
დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო მოსაკრებელი უნდა გადაიხადონ შემდეგ ანგარიშზე:

 მიმღები – ერთიანი ანგარიში
მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი – 220101222
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 302003174
ა/ა # 200122900


დამატებით ინფორმაციაში მიუთითეთ: ტენდერი #20, სატენდერო მოსაკრებელი, პირველკლასელთათვის სასკოლო ფორმების შეძენა, ორგანიზაციული კოდი: 162 (განათლებისა და    მეცნიერების სამინისტრო)

დაინტერესებულმა პირებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე სამ ეგზემპლარად (ერთი დედანი, ორი ასლი), 2008  წლის 07 აგვისტოს 1300 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. .#52 ოთახი #126 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი.

წარმოდგენილი პაკეტების გახსნა მოხდება 2008 წლის 07 აგვისტოს სატენდერო დოკუმენტაციის მიღების დამთავრებისთანავე, 1300 საათზე, ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. #52 II სართულზე ოთახი #214.

დაგვიანებით შემოსული საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელ დოკუმენტებს, სატენდერო წინადადებას და სხვა დოკუმენტაციას სატენდერო კომისია არ განიხილავს.
 
საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:

  იურიდიული პირისათვის: 

  • ცნობას, რომ არ მიმდინარეობს ტენდერში მონაწილეობის მსურველი პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია და მის მიმართ გაკოტრებისა და სანაციის საქმისწარმოება (ცნობა წარმოდგენილი უნდა იქნას სასამართლოდან, საგადასახადო ინსპექციიდან მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით);
  • ცნობას შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის ქონებაზე ყადაღის არარსებობის შესახებ (ცნობა წარმოდგენილი უნდა იქნას საჯარო რეესტრის სააგენტოს ადგილობრივი ორგანოს მიერ);
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის რეგისტრაციის შესახებ.

ფიზიკური პირისათვის:

  • ცნობას, საგადასახადო ინსპექციიდან რეგისტრაციის შესახებ.
  • ცნობას, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების საქმისწარმოება (ცნობა წარმოდგენილი უნდა იყოს რაიონული სასამართლოდან).

როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირისათვის:

  • შესყიდვაში მონაწილეობის მსურველი პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
  • ცნობა შესაბამისი საგადასახადო ინსპექციიდან ბიუჯეტისადმი დავალიანების არქონის შესახებ;
  • ინფორმაცია ანალოგიური მიწოდების გამოცდილების შესახებ შესაბამისი დოკუმენტის, ხელშეკრულების დართვით;

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტ პირს განხორციელებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის მიწოდება საერთო ღირებულებით 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით.

შენიშვნა: ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად.

განხორციელებული მიწოდების დასახელება (თითოეული ობიექტის მითითებით)
შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება
ხელშეკრულების,
თარიღი, # და ღირებულება
 
1
 
 
 
2
 
 
 
და ა. შ.
 
 
 

უცხო ქვეყნის ფიზიკური ან იურიდიული პირებისათვის ზემოაღნიშნული ცნობები წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი უფლებამოსილი დაწესებულებებიდან.

იურიდიული და ფიზიკური პირი ვერ გაივლის საკვალიფიკაციო შერჩევას და მოხდება მისი დისკვალიფიკაცია, თუ იგი, ზემოთ დადგენილ ვადებში არ წარმოადგენს ზემოთ მითითებულ ყველა ცნობას და ინფორმაციას, ან რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება.

ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს უფლება აქვთ საკვალიფიკაციო მონაცემების და სატენდერო წინადადებების წარმოდგენამდე გაეცნონ სატენდერო დოკუმენტაციას შემსყიდველ ორგანიზაციაში.

სატენდერო წინადადების მოქმედების მინიმალური ვადა არ უნდა იყოს სატენდერო წინადადებების პაკეტების გახსნის დღიდან 30 დღეზე ნაკლები. აღნიშნული ასახული უნდა იყოს სატენდერო წინადადებაში.

პრეტენდენტებს უფლება აქვთ წარმოადგინონ მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება.

სატენდერო დოკუმენტაციის გატანა და დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ შემდეგი პირებისაგან შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დ.უზნაძის ქ.#52 შემდეგი პირებისაგან: გურანდა გიორგაძე, ლიკა გვაზავა, რევაზ გულარაშვილი. ტ. 43 88 24, 43 88 32 ოთახი #126 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სატენდერო კომისიის აპარატი. 
 

test
28.12.09 მინისტრი მარნეულის რაიონში მოსწავლეთა საახალწლო ზეიმს დაესწრო
23.12.09 გორის რაიონში სამი რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
21.12.09 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება
ინტერაქტივი
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარება სასწავლო პროცესზე მოქმედებს:
პოზიტიურად
ნეგატიურად
არა აქვს მნიშვნელობა
  ხმა მისცა 2114 ადამიანმა
ოქროს და ვერცხლის მედლებით მოსწავლეთა დაჯილდოება:
საჭიროა მათი წახალისებისთვის
არაჯანსაღ პროცესებს იწვევს
არ არის მნიშვნელოვანი
  ხმა მისცა 2332 ადამიანმა
მიიღეთ თუ არა საჭირო ინფორმაცია ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით?
დიახ
არა
გამიჭირდა
  ხმა მისცა 2042 ადამიანმა
 
© საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2009