საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯების დირექტორებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
კახეთის რეგიონში კოლეჯების „აისი“ და „პრესტიჟი“ ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, იუსტიციის მინისტრთან პაატა სალიასთან ერთად, N16 პენიტენციურ დაწესებულებაში გამართულ მსჯავრდებულთა კულინარიული კონკურსის ფინალურ ეტაპს დაესწრო.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ანა მღებრიშვილმა ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართულ მინისტერიალზე, სადაც სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოში ტექნოლოგიებისა და ინოვაციის სისტემის გაძლიერებაზე, სკოლებში STEM მიმართულებების გაძლიერებასა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოებაზე.