ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და ნეგერი ჯაკარტას უნივერსიტეტის (Universitas Negeri Jakarta) მონაწილეობით, ცხადდება სასტიპენდიო პროგრამა „Developing Countries Partnership Scholarship (KNB) 2026“, რომელიც ითვალისწინებს ინდონეზიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას.
აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე სტიპენდიების გამოყოფას საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ინდონეზიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელებით.
საკონკურსო მოთხოვნებისა და განაცხადის წარდგენის წესის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულებზე:
https://unj.ac.id/international/scholarship
https://knb.kemdiktisaintek.go.id