განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა UNESCO-ს ეგიდით გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა.
მინისტერიალი განათლების ხელმისაწვდომობისა და თანასწორობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ გლობალური განათლების მონიტორინგის (GEM) ანგარიშის წარდგენას ეძღვნებოდა.
მინისტერიალის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე თამარ მახარაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოში სკოლამდელი განათლების საფეხურზე ბოლო 15 წლის მანძილზე მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ სისტემურ ცვლილებებზე როგორც საკანონმდებლო ბაზის შექმნის, ასევე საგანმანათლებლო სტანდარტების განვითარებისა და სკოლამდელი დაწესებულებების მეთოდოლოგიური მხარდაჭერის კუთხით.
თამარ მახარაშვილის თქმით, საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობა და თითქმის სრულად აღმოიფხვრა უთანასწორობა, რაც უფასო სკოლამდელი განათლების სერვისის დანერგვის, ინფრასტრუქტურის განვითარების, მომსახურების მრავალფეროვანი შესაძლებლობების შეთავაზებისა და სკოლამდელი განათლების ხარისხის ზრდის შედეგს წარმოადგენს.
მინისტერიალში მონაწილეობა გაეროს წევრმა 35-მდე ქვეყანამ მიიღო.