საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის (WSD პროგრამა) ფარგლებში იწყებს საკონკურსო განაცხადების მიღებას შემდეგ მუნიციპალიტეტებში პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსების განხორციელების მიზნით: ყვარელი, ახმეტა, თეთრიწყარო, წალკა, დმანისი, ზესტაფონი, თერჯოლა, ხონი, ტყიბული, ჭიათურა, ხაშური, ადიგენი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ამბროლაური, ონი, ცაგერი და ლენტეხი.
სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამა სამინისტროს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ინიციატივას წარმოადგენს, რომლის მიზანიც არის (1) სკოლის მოსწავლეებისთვის პროფესიის არჩევის პროცესში დახმარების გაწევა, (2) პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა, (3) ზოგად და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და (4) სკოლის მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობა. პროგრამა 2017 წელს ამოქმედდა და ის უკვე გაიარა 15.000-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ. პროგრამის განხორციელების პროცესში კი ჩართულია 35-მდე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებლი დაწესებულება და 600-ზე მეტი საჯარო სკოლა მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელმა დაწესებულებამ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
წარმოდგენილ განაცხადებს განიხილავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შექმნილი კომისია, რომელიც უფლებამოსილია, განხილვის საფუძველზე, მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილებებიდან ერთ-ერთი:
პროფესიული განათლების ინკლუზიურობისა და WSD პროგრამის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით უპირატესობა მიენიჭება განაცხადს, რომელიც:
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 16 მარტი.
დანართის სახით იხილეთ: განაცხადის ფორმა, ბიუჯეტის დანართი და საინფორმაციო ბუკლეტი პროგრამის შესახებ.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვართეთ: workskillsinschool@gmail.com, ფეისბუქზე: VETinSCHOOL
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გისურვებთ წარმატებებს!