გაცნობებთ, რომ საავტორო უფლების მფლობელთა მიერ გარანტორისათვის ფასდაკლების შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვადაა 30 აპრილი და პირველი მაისი 18:00 სთ-დან 20:00 სთ.-მდე.
გარანტორად შერჩეულია - ნოტარიუსი ნინო ხოფერია.
მის.: თბილისი, ირაკლი აბაშიძის ქ.N68 (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფისი)
გთხოვთ, ფასდაკლების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინოთ თანდართული ნიმუშის სახით. ინფორმაცია დაილუქება გარანტორის მიერ თქვენი თანდასწრებით.
აქვე, გაცნობებთ, რომ:
საავტორო უფლების მფლობელი ვალდებულია დაიცვას ფასდაკლების ოდენობის კონფიდენციალურობა გარანტორისათვის მისი გადაცემისა და შენახვის მთელი პერიოდის განმავლობაში!
ფასდაკლების შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდება სახელმძღვანელოს/სერიის გრიფის მინიჭების შემდგომ, სამინისტროს მიერ მითითებულ დროს.
აქვე, იხილეთ „სალიცენზიო ხელშეკრულების გაფორმების წესი და პირობები“ სადაც მოცემულია რეიტინგის დადგენის პროცედურა და შესაბამისი ფორმულა.