საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაიწყო განაცხადების მიღება სპორტული ორგანიზაციების აღიარების საკითხის განხილვის მიზნით. განაცხადებს განიხილავს სამინისტროსთან არსებული სათათბირო ორგანო - „სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭო“. განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 1 აპრილი.
აღიარების საკითხის განხილვის მიზნით, სპორტული ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას განცხადება, შემდეგი დანართით:
სპორტული ორგანიზაციის აღიარების საკითხი განხილულ იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ორგანიზაცია განაცხადის წარმოდგენამდე დაფუძნებულია სულ მცირე 6 თვით ადრე და მისი სამართლებრივი ფორმაა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
საკონტაქტო პირები:
თეო ბარამიძე - 591 30 45 83
მანანა შაფაქიძე - 593 22 34 73
სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭოს დებულება;
სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების კრიტერიუმები;
აღიარების მოპოვების მიზნით, სპორტული ორგანიზაციის მიერ წარმოსადგენი საქმიანობის ანგარიშის სტრუქტურა;