მიმდინარეობს მუშაობა 2022-2032 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიასა და 2022-2023 სამოქმედო გეგმაზე. სამინისტროს საქმიანობის მთავარი პოლიტიკის დოკუმენტი განათლების სისტემის ყველა მიმართულებას მოიცავს.
სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო, რომელიც მოქმედებს საზოგადოებრივ საწყისებზე. საბჭო წარმოადგენს სათათბირო ორგანოს, რომელიც განათლებისა და მეცნიერების გრძელვადიანი და მოკლევადიანი პოლიტიკის დოკუმენტების ინკლუზიურ, ღია და გამჭვირვალე პრინციპებით შემუშავებას უზრუნველყოფს.
საბჭოს მიზანია სამინისტროს, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური და სამეცნიერო წრეების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და შესაბამისი მიმართულებების დარგობრივი ექსპერტების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა.
სამინისტრო დაინტერესებულ პირებს იწვევს საკონსულტაციო საბჭოში განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობის პროცესში მონაწილეობის მისაღებად.
საკონსულტაციო საბჭოში მონაწილოების მსურველ პირებს უნდა ჰქონდეთ განათლებისა და მეცნიერების სფეროში მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება.
მსურველებმა ელექტრონულ ფოსტაზე: pr@mes.gov.ge 2021 წლის 14 ივნისის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია: