პროფესიული განათლების მიღების მსურველები, რომლებიც 2021 წელს დარეგისტრირდნენ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე და ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში ვერ შეძლეს ტესტირებაზე (ზოგადი უნარები, ქიმია-ბიოლოგია) გამოცხადება, რადგან იმყოფებოდნენ:
● „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე;
● საკარანტინო სივრცეში/თვითიზოლაციაში;
● საკარანტინო ზონაში;
● ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
● სამკურნალო დაწესებულებაში/იზოლაციაში ახალი კორონავირუსის (COVID-19)-ის დადასტურების გამო.
შესაძლებლობა აქვთ, 2021 წლის 15 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, დასაბუთებული განცხადებით მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე: doc.info@mes.gov.ge.
განცხადებას თანდართული უნდა ჰქონდეს მტკიცებულება/დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ზემოჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ გარემოებას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით პირის შესახებ ინფორმაცია სამინისტროში წარმოდგენილია შესაბამისი უწყების მიერ).