22.10.2021
სოფელ ლაილაშში 90 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა აშენდა.
სკოლაში განთავსებულია 9 საკლასო ოთახი, 3 კაბინეტი, 1 ლაბორატორია და სპორტული სივრცე. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო ეზო, სადაც განთავსებულია სპორტული მოედანი. შენობა სრულად არის ადაპტირებული.
ლაილაშის საჯარო სკოლა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა. პროექტის ღირებულება 1 886 178 მილიონი ლარია.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის სტრატეგიული პრიორიტეტია და მსგავსი პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება.