14.11.2022
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი ლიტერატურათმცოდნის, ენათმეცნიერისა და პოლიტიკოსის, ბატონი ნოდარ ნათაძის გარდაცვალების გამო.
ბატონი ნოდარ ნათაძე გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერი, რითაც მან საკუთარი წვლილი შეიტანა დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების საქმეში.
ის იყო გამორჩეული ენათმეცნიერი, რომელმაც არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომი შექმნა. მათ შორის, ბატონი ნოდარ ნათაძე გახლდათ ავტორი წიგნებისა: „რუსთველური მიჯნურობა და რენესანსი“, „თომა აქვინელის ფილოსოფია, მიზეზობრიობა და თავისუფლება“, „ერი და ეროვნული კულტურა“, „ვეფხისტყაოსანი“ (კრიტიკული გამოცემა განმარტებებითა და კომენტარებით) და სხვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უსამძიმრებს ბატონი ნოდარ ნათაძის გარდაცვალებას მის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სრულიად სამეცნიერო საზოგადოებას და თანადგომას უცხადებს მათ.